მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 5:2

1. უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა.2. ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა და ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი სორექი და აღვაშენე გოდოლი საშუალ მისა, და წინ სასაწნეხელე მოვთხარე მას შინა, და ველოდე ყოფად ყურძნისა, ხოლო ყუნა ეკალნი.3. და აწ, მკჳდრთა იერუსალიმისათა და კაცმან იუდასმან, საჯეთღა ჩემ შორის და საშუალ ვენაჴისა ჩემისა!
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 5
2. ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა და ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი სორექი და აღვაშენე გოდოლი საშუალ მისა, და წინ სასაწნეხელე მოვთხარე მას შინა, და ველოდე ყოფად ყურძნისა, ხოლო ყუნა ეკალნი.
ესაიას განმარტება, თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა“ ().

1.

მწუხარებით შეაშინა, კეთილით გაახარა, მრავალგვარი მკურნალობა აღასრულა და ახლა სიტყვა კვლავ სხვა დასაწყისისკენ მიჰყავს, ისეთი დასაწყისისკენ, რომელიც წინასწარმეტყველების შესავალს ჰგავს. როგორც დასაწყისში აუწყა მათთვის მომხდარი ღვთის ქველმოქმედებანი და თქვა: „ძენი ვშვენ და აღვამაღლენ“ (), შემდეგ კი მათ მიერ გაბედულად ჩადენილ ურჯულოებებს ამატებდა: „ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე“ () და „ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო“ (), ასევე აქაც სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებით იმავეს აჩვენებს, რაც ადრე თქვა. მაგრამ რატომ უწოდებს იგი ბრალდებას გალობას, როცა ბრალის დადებას აპირებს? მოსემ კი მარიამთან ერთად ეს მართებულად გააკეთა, რადგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განაქრიოს იგი“ (21,44).:

...ნა და საწნეხელი მოვ-თხარე მას შორის და ველოდე, ვითარმედ ყოს ყურძენი, და მან ყო ეკალი. და აწ საჯეთ ჩემდამო და შორის ვენაჴისა მის ჩემისა, რაჲღა-მე ჯერ-იყო ყოფად ვენაჴისა მის, და არა უყავ მას? რამეთუ ველოდე, რაჲთამცა ყო ყურძენი, და მან ყო ეკალი. ველოდე, რაჲთა ყოს სამართალი, ხოლო მან ყო უშჯულოებაჲ და ღაღადებაჲ“. კეთილად გამოსახა სიბოროტე მათი წინაჲსწარმეტყუელმან, და გულისჴმა-ყავთ, რომელსა იტყჳს ეკალსა ანუ რომელსა ღაღადებასა.

ეკალსა მოასწავებს ყოველსა უშჯულოებასა მათსა, და უმეტესად, რომელ-იგი შეთხზნეს ეკალთაგან გჳრგჳნი და დადგეს თავსა მეუფისასა; ხოლო ღაღადებაჲ, რომელ ქმნეს, ყოველთა მიერ საცნაურ არს, რაჟამს ღაღად-ყვეს: „აღიღე ეგე, აღიღე და ჯუარს-აცუო“. ამისთჳს ისმინეთ შემდგომიცა სიტყუაჲ ჴმამაღლისაჲ მის: „აწ გითხრაო, რაჲ უყო სავენაჴესა მას ჩემსა: მოვარღჳო ზღუდე მისი, და იყოს მიმოსატაცებელ, და დავარღჳო კედელი მისი, და იყოს დასათრგუნველ, და დაუტეო სავენაჴე ჩემი, და არა განისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდეს მას, ვითარცა ოჴერსა, ეკალი; და ღრუბელთა უბრძანო, რაჲთა არა წჳმონ მას ზედა წჳმაჲ; რამე-თუ სავენაჴე უფლისა საბაოთისი სახლი ისრაჱლისაჲ არს“.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან“ (1,3).:

...მოსესმან. და კუალად განაღო ღობე იგი და შუაკედელი სახარებამან ქრისტესმან, რამეთუ მარადის წერილი ძუელსა მას რჩულსა ღობედ და შუაკედელად უწესს, ვითარცა იტყჳს დავით: „დაარღჳე ღობე მისი, და მოჰყურძნიან მას თანაწარმავალნი გზისანი“; და ესაია იტყჳს: „ზღუდე მოვადგი მას“; და პავლე ღაღადებს: „შუვაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰ-ჴსნა“. სხუათა კუალად ესრეთ თქუეს, ვითარმედ: რომელმან-იგი ჴელი გამოიღო პირველ, სახე იყო ძუელისა რჩულისაჲ, და მერმე უკუიქცა, და უმრწემესი იგი პირმშო იქმნა და მისი იგი შუაკედელი და ღობე დამაყენებელი განკუეთა, რომელ იყო სახე ახლისა ამის რჩულისაჲ. ჰხედავა, ვი-თარ არა ცუდად აჴსენა საქმე იგი იუდაჲსი? ამისთჳს რუთს და თამარს სახელ-სდებს, რომელთაგან ერთი იგი უცხოთესლი იყო და მეორე - მეძავი, რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოველთა ბოროტთა ჩუენთა დაჴსნად მოვიდა ქრისტე, რამეთუ არა შჯად მოვიდა, არამედ - კურნებად. ვითარცა უკუე მამათმთავართა მათ დედანი იგი მეძავნი შეირთნეს, ეგრეთვე ღმერთმან ბუნებაჲ იგი მეძავქმნილი შეიერთა თავსა თჳსსა. ვითარცა-იგი წინაწარმეტყუელნი პირველითგან იტყოდეს შესაკრებელისათჳს ჰურიათაჲსა, ვი-თარმედ: „სიძვით ისიძვა“; და კუალად: „პირი...

სრულად ნახვა