მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 5:12

11. ვაჲ, რომელნი აღდგებიან განთიად და თაფლუჭსა სდევენ, დაადგრებიან მწუხრამდე, რამეთუ ღვინომან შეწუნეს იგინი.12. რამეთუ ქნარისა თანა და საფსალმუნისა და ავლთა ღვინოსა სუმენ, ხოლო საქმეთა უფლისათა არა ხედვენ და საქმეთა ჴელთა მისთასა არ განიცდიან.13. ვინაჲცა ტყუე იქმნა ერი ჩემი არცნობისათვის მათგან უფლისა, და სიმრავლე მკუდართა შეიქმნა სიყმილისა მიერ და წყურილისა წყლისა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 5
12. რამეთუ ქნარისა თანა და საფსალმუნისა და ავლთა ღვინოსა სუმენ, ხოლო საქმეთა უფლისათა არა ხედვენ და საქმეთა ჴელთა მისთასა არ განიცდიან.
ესაიას განმარტება, თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა“ ().

1.

მწუხარებით შეაშინა, კეთილით გაახარა, მრავალგვარი მკურნალობა აღასრულა და ახლა სიტყვა კვლავ სხვა დასაწყისისკენ მიჰყავს, ისეთი დასაწყისისკენ, რომელიც წინასწარმეტყველების შესავალს ჰგავს. როგორც დასაწყისში აუწყა მათთვის მომხდარი ღვთის ქველმოქმედებანი და თქვა: „ძენი ვშვენ და აღვამაღლენ“ (), შემდეგ კი მათ მიერ გაბედულად ჩადენილ ურჯულოებებს ამატებდა: „ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე“ () და „ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო“ (), ასევე აქაც სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებით იმავეს აჩვენებს, რაც ადრე თქვა. მაგრამ რატომ უწოდებს იგი ბრალდებას გალობას, როცა ბრალის დადებას აპირებს? მოსემ კი მარიამთან ერთად ეს მართებულად გააკეთა, რადგან...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის