მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 48:8

7. და არა სთქვა: აწ იქმნების და არა ძუელად და არა პირველთა დღეთა ისმინენ იგინი, ნუ იტყჳ: ჰე, უწყნი იგინი.8. არცა სცან, არცა უწყოდე, არცა დასაბამითგან განახუენ ყურნი შენნი, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ შეურაცხ-მყოფელი შეურაცხ-ჰყოფ და უშჯულოდ მერმე მუცლითგანვე გეწოდოს.9. სახელისათჳს ჩემისა გიჩვენო შენ გულისწყრომაჲ ჩემი და დიდებულნი ჩემნი მოვაწინე შენ ზედა, რაჲთა არა მოგასრულო შენ.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 48
8. არცა სცან, არცა უწყოდე, არცა დასაბამითგან განახუენ ყურნი შენნი, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ შეურაცხ-მყოფელი შეურაცხ-ჰყოფ და უშჯულოდ მერმე მუცლითგანვე გეწოდოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...გითხარი, რათა არ გეთქვა: ჩემმა კერპებმა მიყო ეს, და ქანდაკებულმა და ჩამოსხმულმა ეს მოამზადა“** ()1. „არც იცოდი და არც გსმენია“ ()2. მაშ, რადგან, როგორც ვთქვი, დამოწმებიდანაც ჩანს, ისინი ამ ყველაფერს კერპებს აკუთვნებდნენ, წინასწარმეტყველება წინ უსწრებს, ამ ცდომილებას აუქმებს და მრავალი წლით ადრე ხმამაღლა აუწყებს მოსახდენს. მაგრამ რადგან ამის შემდეგაც მოსალოდნელი იყო, რომ უმადურნი იტყოდნენ: „წინასწარ არ გითქვამთ, წინასწარ არ მოგვისმენია, ახლა, აღსრულების შემდეგ, თხზავთ; ხომ არ იცოდით, რა მოხდებოდა; საიდან ჩანს, რომ ეს წინასწარ იყო ნათქვამი?“ იხილე, როგორ ცხადად უმზადებს მათ გარდაუვალ მხილებას და ურცხვ ბაგეებს უკერავს. ღმერთი მხოლოდ სიტყვიერ თქმას კი არ აკმაყოფილებს, არამედ ბრძანებს, რომ ნათქვამი ქარტაზეც დაიწერო...

სრულად ნახვა