მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 48:13

12. ისმინე ჩემი, იაკობ და ისრაილ, რომელსა მე გიწოდ. მე ვარ პირველი და მე ვარ უკუნისამდე.13. და ჴელმან ჩემმან დააფუძნა ქუეყანაჲ და მარჯუენემან ჩემმან დაამყარა ცაჲ, უწოდო მე მათ და დადგენ ერთბამად.14. და შეკრბენ ერთბამად ყოველნი და ისმინონ, ვინ მიუთხრნა მათ ესენი? სიყვარულითა შენითა ვყავ ნება შენი ბაბილონსა ზედა აღებად თესლი ქალდეველთა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 48
13. და ჴელმან ჩემმან დააფუძნა ქუეყანაჲ და მარჯუენემან ჩემმან დაამყარა ცაჲ, უწოდო მე მათ და დადგენ ერთბამად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ხილული ქმნილება და ადამიანისადმი განგება:

...ესწავლათ. ამიტომ მისი მამაც, იუდეველებთან მუდამ საუბრისას, არ ამბობს: „მე შევქმენი ანგელოზები და ქერუბიმები“, არამედ: „გარდავართხ ცაჲ მარტომან“ (); „ჴელმან ჩემმან დააფუძნა ქუეყანაჲ და მარჯუენემან ჩემმან დაამყარა ცაჲ“ (); და სიტყვას ყოველთვის ხილულ საგნებზე წარმართავს, რადგან ყოველივეს მსმენელთა ცხონებისთვის განაგებს. რადგან, უფრო უხეშნი რომ იყვნენ, მათ ხილული უფრო წარმართავდა, ვიდრე უხილავი.

ამიტომ პავლეც, როცა შედის და ხალხს მიმართავს, მუდამ ხილული ქმნილებიდან იწყებს შესავალს და ამბობს: „რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა“ (); და სიტყვას ყოველთვის წლიური წვიმებიდანაც და ადამიანთა მოდგმიდანაც წარმართავს. რადგან თუ ვიტყვი, რომ მან ქერუბიმები შექმნა, ორგვარი დასაბუთება დამჭირდება: რომ ქერუბიმები არსებობენ და რომ მან შექმნა; ხილულთა შემთხვევაში კი იძულებული ვარ მხოლოდ ის დავამტკიცო, რომ მან შექმნა. ამიტომ სიტყვაც უფრო...

სრულად ნახვა