...ესე იგი: ეს ჩემი საქმეა, ჩემი სიკეთისა და ჩემი კაცთმოყვარეობისა. რადგან შენი საქმეები არასოდეს კმარა სასჯელისგან გასათავისუფლებლად, თუ მათ ჩემი კაცთმოყვარეობა არ დაემატა. და კვლავ: „მიგითავსებ თქუენ“ (). „სახელისა შენისათჳს დაგითმე შენ, უფალო“ (). „დაუთმო სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა. ესავს სული ჩემი უფალსა“ (). სხვა ამბობს: „შენი რჯულის გამო“. კიდევ სხვა კი: „რათა შენი სიტყვა შეცნობილიყო“. ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: შენი კაცთმოყვარეობის გამო, შენი რჯულის გამო ველოდი ცხონებას; რადგან ჩემსას რომ შემეხედა, დიდი ხნის წინ სასოს წავიკვეთდი, დიდი ხნის წინ უიმედობაში ჩავვარდებოდი; ახლა კი, შენს რჯულსა და შენს სიტყვას რომ ყურად ვიღებ, კეთილი სასოება მაქვს.
რომელი სიტყვით? კ...