მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 46:3

2. დაჴსნილისა, ვერშემძლებელისა ერთბამად, რომელნი ვერ შემძლებელ იქმნენ განრინებად ბრძოლისაგან, ხოლო იგინი თჳთ ტყუედ წარიხუნენ.3. ისმინეთ ჩემი, სახლო იაკობისაო და ყოველო ნეშტო ისრაჱლისაო, აღღებულთა მუცლითგან და განსწავლულთა სიყრმითგან4. ვიდრე სიბერემდე: მე ვარ და ვიდრემდის და-ცა-ჰბერდეთ, მევე ვარ, მიგითავსებ თქუენ. მე ვყავ და მე ულხინო, მე აღგამაღლნე და გაცხოვნნე თქუენ.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 46
3. ისმინეთ ჩემი, სახლო იაკობისაო და ყოველო ნეშტო ისრაჱლისაო, აღღებულთა მუცლითგან და განსწავლულთა სიყრმითგან

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ჯვრის გამო გაფანტვა და ტყვეობა:

...ვლებლად გამოხვედით — ურცხვობის, უგუნურების, სიძვის, მრუშობების, მკვლელობებისა და ბოროტების ყოველი გზის? ნუთუ არ შეწყვეტთ, რომ გვაიძულებთ თქვენი ბოროტებები საჯაროდ გამოვიტანოთ? თქვენ, „აღღებულთა მუცლითგან“ და სიბერემდე დამოძღვრილნო (), თქვენ, ბრმებო, რომლებიც ერთმანეთს ორმოში აგდებთ. რადგან ამბობს: „ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან“ (). თქვენ, ვინც ყოველდღე წინასწარმეტყველებით სარგებლობდით და არასოდეს ხდებოდით უკეთესნი, სხვათა მოძღვრები უნდა ყოფილიყავით? ნუთუ არ შეწყვეტთ ასეთ ბოდვას და შეიცნობთ თქვენს ბოროტებას? რადგან სწორედ ეს გაღუპავდათ მუდამ: არ გსურდათ, თქვენი ცოდვების მიზეზიც კი გცოდნოდათ.

ამიტომაც, როგორც მსაჯულები აკეთებენ — შოლტით დასჯილებს თან აყოლებენ შემძახებლებს, რომლებიც დარტყმების მიზეზებს აცხადებენ: „ნუ იქურდავთ, ნუ იტაცებთ“ — ასევე ღმერთმაც, როცა ყველგან საჯაროდ გატარებდათ, ბრძანა,...

სრულად ნახვა