...და თუ ამ კაცთმოყვარეობით არ ვისარგებლებთ, ჩვენი საქმეები საკმარისი არ იქნება, რომ მომავალი რისხვისაგან გამოგვტაცოს.
3. ღვთის წყალობა და შეურყეველი სასოება
ამას წინასწარმეტყველის მეშვეობითაც აცხადებდა და ამბობდა: „მე ვარ, მე ვარ იგივე აღმჴოცელი უშჯულოებათა შენთა“ (). ესე იგი: ეს ჩემი საქმეა, ჩემი სიკეთისა და ჩემი კაცთმოყვარეობისა. რადგან შენი საქმეები არასოდეს კმარა სასჯელისგან გასათავისუფლებლად, თუ მათ ჩემი კაცთმოყვარეობა არ დაემატა. და კვლავ: „მიგითავსებ თქუენ“ (). „სახელისა შენისათჳს დაგითმე შენ, უფალო“ (). „დაუთმო სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა. ესავს სული ჩემი უფალსა“ (). სხვა ამბობს: „შენი რჯულის გამო“. კიდევ სხვა კი: „რათა შენი სიტყვა შეცნობილიყო“....