მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 43:1

1. და აწ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ, იაკობ, რომელმან აღგზილა შენ, ისრაჱლ: ნუ გეშინინ, რამეთუ გამოგიჴსენ შენ, გიწოდე სახელი შენი, ჩემი ხარ შენ.2. და უკეთუ განხჳდე შორის წყლისა, შენ თანა ვარ და მდინარენი არ წარგღუნიან შენ. და უკეთუ განხჳდე შორის ცეცხლისა, არა დაიწუე, ალმან არ შეგწუას შენ,
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 43
1. და აწ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ, იაკობ, რომელმან აღგზილა შენ, ისრაჱლ: ნუ გეშინინ, რამეთუ გამოგიჴსენ შენ, გიწოდე სახელი შენი, ჩემი ხარ შენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...„ერთ არს ღმერთი“? არამედ ესე სხუათაცა წინაჲსწარმეტყუელთა თქუეს, და მოსე ღაღადებს, ვითარმედ: „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, ; და ესაია იტყჳს: „პირველ ჩემსა არა ყოფილ არს ღმერთი, და შემდგომად ჩემსა არა არს“. რაჲ უკუე ვისწავეთ უმეტესი ძისაგან, რომელი-იგი არს წიაღთა შინა მამისათა? პირველად უკუეთუ თჳთ ესე სიტყუანი მისითავე ძალითა თქუმულ არიან, და კუალად ფრიად უმჯობესი და უზეშთაესი მოვიღეთ მის მიერ სწავლაჲ: ერთად, ვითარმედ „სულ არს ღმერთი, და თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა უჴმს თაყუანისცემაჲ“, და ვითარმედ ხილვაჲ ღმრთისაჲ შეუძლებელ არს, და არავინ იცის იგი, გარნა ძემან, და ვითარმედ მამაჲ არს ძისა მხოლოდშობილისაჲ, და სხუაჲ რაოდენი მისთჳს თქუა. ხოლო „გამოთქუმაჲ“ ცხადსა და ძლიერსა საქმესა მოასწავებს, რომელი-იგი არა თუ ჰურიათა ოდენ მიმართ, არამედ ყოვლისა სოფლისა მიმართ ქმნა და წარჰმართა. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთასა არცა ჰურიანი ისმენდეს ყოველნივე, ხოლო მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲ ყოველმან სოფელმან ისმინა და ჰრწმენა. „გამოთქუმაჲ“ უკუე ამას ადგილსა განცხადებულსა მას და მტკიცესა სწ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

..., გამომეძიებელი ესევითართა საქმეთაჲ, ვერ მისწუთების ჭეშმარიტებასა, არამედ მოსცთების, რამეთუ გონებანი კაცთანი ადვილად შემცთომელ არიან.

ხოლო ესე ვჰრქუათ წინააღმდგომთა ჩუენთა, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: „პირველ ჩემსა არა ყოფილ არს სხუაჲ ღმერთი, და შემდგომად ჩემსა არა იყოს“? რამეთუ უკუეთუ ძჱ უკუანაჲსკნელ არს მამისა, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად ჩემსა არა იყოს“? ნუუკუე ყოვლითურთ შეურაცხ-ვყოთა არსებაჲ იგი მხოლოდშობილისაჲ? რამეთუ ანუ ესე იკადროთ თქუმად, ანუ გრწმენეს ღმრთეებაჲ, - მამაჲ, ძჱ და სული წმიდაჲ, სწორნი, დაუსაბამონი, - ერთღმრთეებითა სამებაჲ. ანუ ვითარ თქუმულ არს, ვი-თარმედ: „ყოველივე მის მიერ იქმნა“, უკუეთუ უკუანაჲსკნელ არს ძჱ მამისა? რამეთუ უკუეთუ სადა ყოფილ არს ჟამი და საუკუნე პირველ მისა, ვითარმცა მის მიერ ქმნულ იყო პირველ მისა მყოფი იგი? ჰხედავა, ვითარსა კადნიერებასა მიიყვანებს კადნიერებაჲ ესევითარისა მეტყუელ-თაჲ? რამეთუ რად არა თქუა მახარებელმან, თუ: არარაჲსაგან იქმნა? ვითარ-იგი პავლე დაბადებულთათჳს იტყჳს: „რომელმან უწოდოს არაარსთა, ვითარცა არსთა“. არამედ თქუა, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, რა...

სრულად ნახვა