მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 42:2

1. იაკობ, ყრმა ჩემი, შევეწიო მას. ისრაილ, რჩეული ჩემი, შეიწყნარა იგი სულმან ჩემმან. მივეც სული ჩემი მის ზედა. სამართალი წარმართთა გამოართუას.2. არ ღაღადებდეს, არცა დააცადოს, არცა სასმენელ იქმნეს გარვ ჴმაჲ მისი.3. ლელწამი განტეხილი არა შემუსროს და პატრუკი მკუმოლვარე არა დაშრიტოს,
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 42
2. არ ღაღადებდეს, არცა დააცადოს, არცა სასმენელ იქმნეს გარვ ჴმაჲ მისი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესუ ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალაჲსათა. და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ; და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ ძალ-გიც გულისჴმის-ყოფად. ნათესავი ბოროტი და მემრუ-შე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ. და დაუტევნა იგინი და წარვიდა“ (15,39-16,4).:

...აჲთ და ჩანნ ვიდრე კიდედმდე მისა.

ხოლო აწ არა არს ჟამი ესევითართა მათ სასწაულთაჲ, რამეთუ მოსრულ ვარ ვნებათა თავს-დებად და სიკუდილისა, რაჲთა ვიჴსნნე კაცნი მძლავრებისაგან სიკუდილისა, და მას აღვასრულებ წინაჲსწარმეტყუელებასა, რომელ იტყჳს, ვითარმედ: „არა ჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს უბანთა ზედა ჴმაჲ მისი“. და კუალად სხუაჲ წინაჲსწარმეტყუელი ღაღადებს: „გარდამოჴდეს, ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა“, რამეთუ მდუმრიად და სიმშჳდით მოსლვასა ჩემსა მოასწავებს.

ხოლო უკუეთუ ფარაოჲს ზედა და სხუათა მათ წარმართთა ზედა ქმნილთა მათ სასწაულთა იჴსენებთ და იტყჳთ, თუ რად არა ესევითარსა ვიქმ აწ, გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მაშინ ბრძოლისაგან ხილულთა მათ მტერთაჲსა ჯერ-იყო ჴსნაჲ ერისაჲ მის, და საჴმარ იყვნეს ესევითარნი იგი სასწაულნი, ხოლო აწ უხილავისა მის მძლავრისაგან მოსრულ ვარ ჴსნად კაცთა, და არა საჴმარ არს ესევითართა სასწაულთა საქმე. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავთ: ვითარ გიჩუენნე უმრავლესნი სასწაულნი, რომელ-თა-ეგე აღსრულებულნი ესე არა გრწმანან? რომელნი, უკუეთუმცა არა ესრეთ უგულისჴმო იყვენით, ფრიად უზეშთაეს არიან პირველქმნილთასა. რამეთუ რაჲმცა ესწორებოდა სასწაული მიტევებასა ცოდვათასა და აღდგინებასა მკუდართასა და გ...

სრულად ნახვა