...აქ იგი სხეულის შესახებ მსჯელობას ავითარებს. ამიტომაც ამბობდა აბრაამი: „ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ“ (); ხოლო ესაია ამბობს: „ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა“ (). რას ნიშნავს: „კაცი ამავოებასა მიემსგავსა“ ()? არარაობას, ამბობს იგი, რადგან ადამიანურთაგან არაფერია მყარი და არც მდგრადი, არამედ ყველაფერი გადაივლის და წარმავალია. „დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ“ (), ესე იგი, მაშინაც კი, როცა ისინი აქ არიან, რაიმე ძალა არ აქვთ და სწრაფადაც მიფრინავენ.
3. ზეგარდამო ხსნა და ჭეშმარიტი ნათესაობა
და ეს თვით საქმეებზე დაკვირვებით განიხილე: წარმოიდგინე პატივებში მყოფნი, ეტლებზე მსხდომნი, ძალაუფლებაში მყოფნი, ისინი, ვინც საპყრობილეში აგდებენ და შოლტით სცემენ. რადგან რით განსხვავდებიან ისინი ჩრდილისგა...