...სარწმუნოებისა შეიცვალოს, რამეთუ არღარა იყოს ჭირი იგი და შრომაჲ, არამედ მადლი და შენდობაჲ ცოდვათაჲ, რომლისა მიერ ადვილ იყოს და წრფელ და უცთომელ გზაჲ იგი ცხორებისაჲ.
ხოლო რაჟამს ესე ყოველი მოასწავა წინაწარმეტყუელმან, მერმე მიზეზიცა გუაუწყა ამის ესევითარისაჲ: „იხილოსო ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ“. არა თუ ჰურიათა ოდენ და მწირთა, არამედ ყოველმან ქუეყანამან და ზღუამან და ყოველმან ბუნებამან კაცთამან იხილოს მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, რომელი მოვიდა ჴსნად ჩუენდა ტყუეობისაგან და მონებისა მის ეშმაკისა. ესრეთ იქმნა ფიცხელი იგი გზად წრფელად, ხოლო გულარძნილიცა იქმნის მართალ. რაჲ იყო გულარძნილი იგი? ცხორებაჲ კაცთაჲ, სავსე მრავლითა ბოროტითა და სრულიად განჴრწნილი ცოდვათაგან, რამეთუ რომელნიმე მეზუერე იყვნეს და რომელნიმე მეძავ, სხუანი ავაზაკ და სხუანი მოგუნი, აღსავსენი ცოდვითა. ესე ყოველნი გულარძნილთა მათ და ჯოჯოხეთს მიმყვანებელთა ალაგთა ვიდოდეს პირველ და მოსლვითა ქრისტესითა პოეს გზაჲ იგი მართალი, ვითარცა ეტყჳს უფალი ჰურიათა, ვითარმედ: „მეზუერენი და ცოდვილნი წინაგიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა“, რამეთუ ჰრწმენა. ხოლო ამათვე სიტყუათა ძალი სხუასაცა ადგილსა გუაუწყა წინაწარმეტყუელმან და თქუ...