...კუალად ლუკა მახარებელი შემდგომსაცა ამას ესაიას წინაწარმეტყუელებისასა წარმოიტყჳს: „ყოველი ჴევნები აღმოივსოსო, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართლად, და ფიცხელი გზად წრფელად. და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოარებაჲ ღმრთისაჲ“. ;
იხილეა, ვითარ წინაჲთვე ყოველივე თქუა წინაწარმეტყუელმან: შემოკრებაჲ იგი ერისაჲ და უმჯობესისა მიმართ შეცვალებაჲ საქმეთაჲ და წარმართებაჲ იგი საღმრთოჲსა მის ქადაგებისაჲ და მიზეზი ესევითართა ამათ განგებულებათაჲ? დაღაცათუ იგავისსახედ წარმოიტყჳს, რამეთუ წინაწარმეტყუელებაჲ იყო, და ესრეთ არს წესი წინაწარმეტყუელებისაჲ, რაჲთა არა განცხადებულ იყოს სიტყუაჲ და ყოველთა მიერ საცნაურ, არამედ რომელთა ასხენ ყურნი სმენად საღმრთოთა სიტყუათა, მათ მიერ საცნაურ იყოს. რამეთუ სიტყჳთა მით, ვითარმედ: „ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართლად, და ფიცხელი გზად წრფელად“, ამას მოასწავებს, ვითარმედ: დამდაბლებულნი იგი და შემუსრვილნი ამაღლდენ, და მაღალნი და ამპარტავანნი დამდაბლდენ. და ეგრეცა იქმნა, რამეთუ მოსლვითა უფლისაჲთა ბუნებაჲ კაცთაჲ, დამდაბლებული და შემუსრვილი, შთაჴდილი ჴევთა მათ და უღაღთა ჯოჯოხეთისა...