წინასწარმეტყველება ესაიასი 40:27
26. აღიხილენით სიმაღლედ მიმართ თვალნი თქუენნი, და იხილეთ, ვინ აჩუენნა ესე ყოველნი, გამომყვანებელმან რიცხჳსაებრ სოფლისა თჳსისამან. ყოველთა სახელით უწოდის მრავლისაგან დიდებისა და სიმტკიცისა ძლიერებისასა, არარა შეგცილდა შენ,27. რამეთუ ნუ იტყჳ, იაკობ, და რაჲ იზრახე, ისრაილ? დაეფარა გზა ჩემი ღმრთისაგან. და ღმერთმან ჩემმან მშჯავრი ჩემი მიმიღო და განმეშორა.28. და აწ არა სცნა, არა თუმცა გესმა ღმერთი საუკუნე, ღმერთმან, რომელმან შეჰმზადნა კიდენი ქუეყანისანი, არ მოემშიოს, არცა დაშურეს, არცა არს მოპოვნება ცნობიერებისა მისისა,
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 40