მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 40:15

14. ანუ რასამე მიმართ განაზრახა და მოაზავა იგი, ანუ ვინ უჩუენა მას მშჯავრი, ანუ გზაჲ გულისხმის-ყოფისა ვინ უჩუენა მას? ანუ ვინ წინაწარ მისცა მას, და ნაცვლად მიეგოს მას?15. უკეთუ ყოველნი წარმართნი, ვითარცა ნაწუეთნი კარდალისაგან, და, ვითარცა წამი სასწორისა, შეირაცხნეს და, ვითარცა ნერწყუა, შეირაცხნენ.16. ხოლო ლიბანე ვერ კმა არს საგზებელად და ყოველნი ოთხფერჴნი ვერ კმა ყოვლად დასაწუველად.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 40
15. უკეთუ ყოველნი წარმართნი, ვითარცა ნაწუეთნი კარდალისაგან, და, ვითარცა წამი სასწორისა, შეირაცხნეს და, ვითარცა ნერწყუა, შეირაცხნენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
11. ღმრთის იარაღთა სახეები და სასჯელის შიში:

...გან თუ „ჴელსა შინა მისსა არიან ყოველნი კიდენი ქუეყანისანი“ (), და „დამკჳდრებულნი მას ზედა, ვითარცა მკალნი“ (), და „ყოველნი წარმართნი, ვითარცა ნაწუეთნი კარდალისაგან, და, ვითარცა წამი სასწორისა, შეირაცხნეს“ (), და მისი ანგელოზიც გამოვიდა და მცირე ჟამში ას ოთხმოცდახუთი ათასი მოსრა, რას ვამბობ ანგელოზის შესახებ? ბუზებმა, მუხლუხოებმა და მატლებმა ეგვიპტელთა ბანაკი დაღუპეს; იქ სად იყო მშვილდის საჭიროება? ან მახვილისა სად?

მაშ, რის გამო ითქვა ეს ყოველივე? მსმენელთა სიბლაგვის გამო, რათა იარაღებთან შეჩვეული სახელებით მათი გონება შეარყიოს. რადგან ვის ხელშიც არის ყველა ჩვენგანის სუნთქვა, და ვისი სიცივის პირისპირ ვერავინ დადგება, მას იარაღები როგორ სჭირდება? მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ეს ყოველივე ასე ითქვა მსმენელთა სიბლაგვისა და უგულისხმობის გამო. რას ნიშნავს: „და გააბრწყინებ...

სრულად ნახვა