...თაც ამის გაგება სურდათ, ღვთისგან მომხდარით კი არ უნდოდა გაოცება, არამედ ადამიანურით, რადგან მათი შემოსევის ეშინოდა; ამიტომაც უჩვენებდა მათ საგანძურებს, რადგან საგანძურებში ჰქონდა თავისი სასოება. ამიტომაც ღმერთი განრისხდა და თქვა: „მიიხუნენ ყოველნი სახლისა შენისაშორისნი“ (), ესე იგი: ისინი წაიღებენ, ვისზეც სასოებდი და ვისაც ენდობოდი. ამისთვისვე იკიცხება ისრაელიც, რადგან ფულსა და ცხენებზე იყო დანდობილი. ამიტომაც წინასწარმეტყველი ურჩევდა მათ, საპირისპირო სიტყვებით მოელმობიერებინათ ღმერთი და ეთქვათ: „ცხენებზე აღარ ავმხედრდებით“ (). ღმერთი პატივს გცემს, შენ კი საკუთარ თავს შეურაცხყოფ? ღმერთი პატივს გცემს და თავისგან თანადგომას გპირდება, შენ კი ადამიანურ სასოებებს მიმართავ და უსულო ნივთიერებას — ფულს — შენი ხსნის სასოებას ანდობ? რადგან იგი მხოლოდ შენს ხსნას კი არ ეძიებს, არამედ იმასაც, რომ ეს პატივით აღასრულოს. ძლიერ უყვარხარ და ამ...
წინასწარმეტყველება ესაიასი 39:6
5. და ჰრქუა მას ესაიამან: ისმინე სიტყუა უფლისა საბაოთისა.6. აჰა, დღენი მოვლენ და მიიხუნენ ყოველნი სახლისა შენისაშორისნი, და რავდენნი შეკრიბნეს მამათა შენთა ვიდრე დღისამდე ამის, ბაბილონად შთაიხუნენ, და არცა ერთი რაჲ არ დაუტეონ.7. ხოლო თქვა ღმერთმან: ვითარმედ შვილთაგან შენთა, რომელნი ჰშვენ, მიიყვანნენ და ყვნენ საჭურისებრ სახლსა შინა მეფისა ბაბილოვნელთასასა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 39