მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 37:36

35. შეწევნა-ყო მწედ ქალაქისა ამის, განრინებად მისსა ჩემთჳს და მათთჳს, მონისა ჩემისა დავითისა.36. და გამოვიდა ანგელოზი უფლისაჲ და მოკლა ბანაკისაგან ასსურასტენელთასა ასოთხმეოცდახუთი ათასეული, და აღდგომილთა განთიად პოვნეს ყოველნი სხეულნი მკუდარნი.37. და უკუნქცეული წარვიდა სენაქირიმ, მეფე ასსურასტანელთა, და დაადგრა ნინევს შინა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 37
36. და გამოვიდა ანგელოზი უფლისაჲ და მოკლა ბანაკისაგან ასსურასტენელთასა ასოთხმეოცდახუთი ათასეული, და აღდგომილთა განთიად პოვნეს ყოველნი სხეულნი მკუდარნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი მისი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?“ (26,51-54).:

...არამედ მამისა მიაგდო საქმე იგი, რაჲთა შეუორგულებელად ჰრწმენეს მათ.

„ანუ ჰგონებთ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლეს ათორმეტთა გუნდთა ანგელოზ-თაჲ?“

იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვითარმედ: „ერთი ანგელოზი გამოვიდა და მოსწყჳდა ას ოთხმეოცდახუთი ათასი აღჭურვილთაჲ“. უკუეთუ ერთმან ანგელოზმან ას ოთხმეოცდახუთი ათასი მოსწყჳდა, რად უჴმდეს აწ ათასისა კაცისათჳს ათორმეტი გუნდი ანგელოზთაჲ?

რამეთუ გუნდად აღირაცხვის ათი ბევრი, ჯერ-იყო უკუე ათორმეტსა გუნდსა შინა ყოფად ას ოცი ბევრი. რად უჴმდეს ესოდენნი ათასსა კაცსა ზედა? არამედ ესე ყოველი მათისა უძლურებისათჳს ესრეთ გამოსახა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ ფრიადითა შიშითა შეპყრობილ იყვნეს მაშინ მოწაფენი. ამისთჳს წამებასა წერილთასა მოიღებს და უჩუენებს, ვითარმედ ნეფსით მივალს ვნებად, და ყოვლით კერძო ნუგეშინის-სცემს და განა-ძლიერებს მათ და აყენებს ბრძოლად ერისა მის. ესე ყოველი ჰრქუა მოწაფეთა, ხოლო ერსა მას ეტყოდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა; დღითი-დღედ თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე“ (26,55).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, რავდენი საქმე უჩუენა შემძლებელი მოდრეკად გულთა...

სრულად ნახვა