მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 37:3

2. და მიავლინა ელიაკიმ გამგე და სომნა მწიგნობარი და მოხუცებულნი მღდელთანი, მორტყმულნი ძაძებითა, ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა წინაწარმეტყუელისა.3. და ჰრქუეს მას: ამათ იტყჳს ეზეკია: დღე ჭირისა და ყუედრებისა და მხილებისა და რისხვისა არს დღესისა დღე, რამეთუ მოიწია ლმობაჲ შობისა, ხოლო ძალი არა აქუს შობად.4. შე-თუ-ვითარ-ისმინნეს უფალმან, ღმერთმან შენმან, სიტყუანი რაფსაკისნი, რომელნი მოავლინნა მეფემან ასსურასტანელთამან ყუედრებად ღმრთისა მ.აცხოვრისა და ყუედრებად სიტყუათა, რომელნი ესმნეს უფალსა, ღმერთსა შენსა, და ვედრება-ყავ უფლისა მიმართ, ღმრთისა შენისა დატევებულთა ამათთჳს.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 37
3. და ჰრქუეს მას: ამათ იტყჳს ეზეკია: დღე ჭირისა და ყუედრებისა და მხილებისა და რისხვისა არს დღესისა დღე, რამეთუ მოიწია ლმობაჲ შობისა, ხოლო ძალი არა აქუს შობად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
13. ბოროტების სალმობა და სინდისის სამსჯავრო:

...მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ“** (). აქ ორ რამეზე მიანიშნებს: აუტანელობაზეც და მოულოდნელობაზეც. და ეზეკიაც ამბობს: „რამეთუ მოიწია ლმობაჲ შობისა, ხოლო ძალი არა აქუს შობად.“ () ამით იგი სალმობის მეშვეობით საკუთარ აუტანელ შიშსა და ტკივილს აჩვენებს.

სწორედ ასევე ამბობს აქაც წინასწარმეტყველი. რადგან თუნდაც ვინმე ურიცხვგზის ბოროტი იყოს, სინდისის სამსჯავრო არ იხრწნება; იგი ხომ ბუნებრივია და დასაბამითვე ღმერთისაგან არის ჩვენში ჩადებული. და თუნდაც ურიცხვად ვეწინააღმდეგებოდეთ სინდისს, სინდისის სამსჯავრო მაინც თავს გვადგას, ღაღადებს, სჯის, განიკითხავს; და ბოროტებაში მცხოვრებთაგან არავინაა ისეთი, ურიცხვ ტკივილს რომ არ ითმენდეს, მაშინაც, როცა ბოროტს განიზრახავს, და მაშინაც, როცა განზრახვას საქმედ აქცევს. რადგან ვინ იყო აქაბზე უფრო ბოროტი? მაგრამ როდესაც მან ვენახი მოისურვა, იფიქრე, რაოდენი ტკივილი ჰქონდა....

სრულად ნახვა