.... რამეთუ ამის მიმართ თქუმულ არს: „რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს“; ხოლო მისა მიმართ იტყჳს: „ნუუკუე დაცემული იგი არა აღდგისა?“ და „ჴელნი იგი დაშთომილნი და მუჴლნი დაჴსნილნი აღემართენითო“.
კუალად ამათ ეტყჳს: „განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“; ხოლო მათ ეტყჳს: „განიღჳძე, რომელსა გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით“. ამათ თანააც დაცვაჲ მოგებულთა მათ კეთილთაჲ, ხოლო მათ - მოგებად, რომელი არა აქუს; ამათ უჴმს სიმრთელისა თჳსისა დაცვად, რაჲთა არა მოუძლურდეს, მათ უჴმს კურნებაჲ თავთა თჳსთა, რამეთუ სნეულ არიან.
ეტყჳს უკუე უფალი განკურნებულთა მათ, ვითარმედ: „აჰა ეგერა ცოცხალ იქმენ, ნუღა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ“; ხოლო უძლურებასა შინა მყოფთა ეტყჳს: „გნებავსა, რაჲთა განიკურნო? აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ (იოან. 5, 6,8) რამეთუ ცოდვაჲ ბოროტი განრღუეულობაჲ არს და ყოვლის...