...უმანი და მწუხარებანი და ჭირნი, და მიერითგან ესე სასჯელი მოვალს, და კუალად ამას ზედა ჩუენცა განვამრავლენით ცოდვანი, და მათ მიერ იშვნეს უმეტესნი ბოროტნი და აურაცხელნი მწუხარებანი. ხოლო მის საუკუნისათჳს ესევითარი არაჲ გესმას, არამედ ყოველივე წინააღმდგომი, ვითარმედ: „წარჴდა სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულ-თქუმაჲ“, და „ინაჴ-იდგმიდენო აბრაჰამის თანა“; და სასძლოჲ ითქუმის შუენიერი და ლამპარნი ბრწყინვალენი და ნათელსა შინა ყოფაჲ და ანგელოზთა თანა სიხარული.
აწ უკუე შენ რაჲსათჳს იგლოვ წარსულსა მას და იქმ, რაჲთა სხუანიცა ძრწოდინ სიკუდილისაგან, ვითარცა ბოროტისა რაჲსმე საქმისაგან? ვითარ ვასწაოთ სხუათა უკუდავებისათჳს, ოდეს ჩუენ უმეტეს ურწმუნოთასა გუეშინოდის სიკუდილისაგან? და რაჲ ვყოთო, ბუნებითი არს საქმე ესე. ნუ იყოფინ! უწესოჲ ესე და უზომოჲ არა ბუნებითი არს, არამედ ჩუენისა ვერაგობისაგან დაწესებულ არს. ხოლო ბუნებითი საქმე არს წესიერად და მდუმრიად ცრემლი ზომითი და ვედრებაჲ ღმრთისაჲ წარსრულისა მისთჳს. ხოლო გსურის თუ საყუარელისა მის ხილვაჲ, კეთილი მოქალაქობაჲ მოიგე და ადრე იხილო იგი. ხოლო აწ ნუ უწესოდ იგლოვ, არამედ თავსა შენსა ნუგეშინის-ეც მცნებისათჳს ღმრთისა; გულისჴმა-ყავ, ვითარმედ დაღაცათუ აწ არა ჰქმნა...