წინასწარმეტყველება ესაიასი 30:26
25. და იყოს ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ყოველსა ზედა ბორცუსა განსაცხრომელსა წყალი წარმდინარი მას დღესა შინა, ოდეს წარწყმდენ მრავალნი და ოდეს დაეცნენ გოდოლნი.26. და იყოს ნათელი მთოვარისა, ვითარცა ნათელი მზისა, და ნათელი მზისა იყოს შჳდ წილ დღესა შინა, ოდეს განჰკურნებდეს უფალი შემუსრვილებასა ერისა თჳსისასა და სალმობაცა წყლულისა შენისა განიკურნოს.27. აჰა, სახელი უფლისაჲ. აჰა, მოვალს ჟამისა მიერ მრავლისა მგზნებარე გულისწყრომა დიდებისა თანა, სიტყუა ბაგეთა მისთა, სიტყუაჲ რისხვითა სავსე და რისხვა გულისწყრომისა, ვითარცა ცეცხლი, შეშჭამდეს.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 30