მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 3:6

5. და დაეცეს ერი, კაცი კაცისა მიმართ და კაცი მოყუსისა მიმართ მისისა, წარეკუეთოს ყრმა მოხუცებულისა მიმართ, უპატივოჲ პატიოსნისა მიმართ,6. რამეთუ შეიპყრეს კაცმან ძმაჲ თვისი, ანუ სახლეული მამისა თვისისა მეტყუელმან: შესამოსელი გაქუს, წინამძღვარ ჩვენდა იქმენ და ჭამადი ჩვენი შენ ქუეშე იყოს.7. და მიმგებელმან მას დღესა შინა თქვას: არა ვიყო მე თქვენდა წინამძღვარ, რამეთუ არა არს სახლსა შინა ჩემსა პური, არცა სამოსელი. არა ვიყო მე წინამძღვარ ერისა ამის.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 3
6. რამეთუ შეიპყრეს კაცმან ძმაჲ თვისი, ანუ სახლეული მამისა თვისისა მეტყუელმან: შესამოსელი გაქუს, წინამძღვარ ჩვენდა იქმენ და ჭამადი ჩვენი შენ ქუეშე იყოს.
ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა“ ().

1.

როგორც საუკეთესო ექიმი ხან წვავს, ხან კვეთს, ხანაც მწარე წამლებს აძლევს და ამგვარად ავადმყოფთა ჯანმრთელობას განაგებს, ასევე კაცთმოყვარე ღმერთიც მრავალგვარი და განსხვავებული სასჯელებით იუდეველთა მოშლილსა და დაცემულ მდგომარეობას კვლავ შეკრავს: ხან ბარბაროსთა შემოსევით აშინებს უმადურებს, ხან კი, ბარბაროსთა თავდასხმამდეც, სხვა მუქარებით აკავებს მათ და მუქარათა მრავალფეროვნებით შიშს მათში ცოცხლად ინახავს. ახლა კი ღმერთი მათ ავადმყოფობას, შიმშილსა და გვალვას ემუქრება; და არა მხოლოდ აუცილებელთა ნაკლებობას, არამედ იმათ ნაკლებობასაც, რომლებიც საჭირო ნივთებზე არაფრით ნაკლებად ინარჩუნებენ ჩვენს სიცოცხლეს. რამეთუ მძიმე მხოლოდ შიმშილი კი არ არის, არამედ ისიც, როცა საქმეთა მმართველთა გარეშე რჩებიან; სწორედ ეს მდგომარეობა ხშირად სიუხვესაც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის