მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 3:13

12. ერო ჩემო, მეხარკენი თქვენნი მოგკუფხლვენ თქვენ! და მიმჴდელნი გეუფლებიან თქვენ. ერო ჩემო, მნეტარებელნი თქვენნი გაცთუნებენ თქვენ და კუალებსა ფერჴთა თქვენთასა აღაშფოთებენ.13. არამედ აწ დადგის სასჯელად უფალი და დაადგინოს შჯად ერი თვისი.14. თჳთ უფალი საშჯელად მოვიდეს მოხუცებულთა თანა ერისათა და მთავართა თანა მისთა, ხოლო თქვენ რად მოსწჳთ ვენაჴი ჩემი და ნატაცები გლახაკისაჲ, სახლთა შინა თქვენთა?
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 3
13. არამედ აწ დადგის სასჯელად უფალი და დაადგინოს შჯად ერი თვისი.
ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა“ ().

1.

როგორც საუკეთესო ექიმი ხან წვავს, ხან კვეთს, ხანაც მწარე წამლებს აძლევს და ამგვარად ავადმყოფთა ჯანმრთელობას განაგებს, ასევე კაცთმოყვარე ღმერთიც მრავალგვარი და განსხვავებული სასჯელებით იუდეველთა მოშლილსა და დაცემულ მდგომარეობას კვლავ შეკრავს: ხან ბარბაროსთა შემოსევით აშინებს უმადურებს, ხან კი, ბარბაროსთა თავდასხმამდეც, სხვა მუქარებით აკავებს მათ და მუქარათა მრავალფეროვნებით შიშს მათში ცოცხლად ინახავს. ახლა კი ღმერთი მათ ავადმყოფობას, შიმშილსა და გვალვას ემუქრება; და არა მხოლოდ აუცილებელთა ნაკლებობას, არამედ იმათ ნაკლებობასაც, რომლებიც საჭირო ნივთებზე არაფრით ნაკლებად ინარჩუნებენ ჩვენს სიცოცხლეს. რამეთუ მძიმე მხოლოდ შიმშილი კი არ არის, არამედ ისიც, როცა საქმეთა მმართველთა გარეშე რჩებიან; სწორედ ეს მდგომარეობა ხშირად სიუხვესაც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის