მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 3:10

9. მით, რამეთუ აწ დამდაბლდა დიდება მათი და სირცხჳლი პირისა მათისა აღუდგა მათ, და ცოდვა მათი, ვითარცა სოდომელთაჲ, მიუთხრეს და გამოაჩინეს ვაჲ სულისა მათისა მით, რამეთუ განიზრახეს განზრახვა ბოროტი ძჳნად თავთა მათთა.10. და მეტყუელთა: შევკრათ მართალი, რამეთუ ძნელ საჴუმეველ არს ჩუენდა. აწ სადმე ნაშრომთა საქმეთა მათთასა ჭამდენ.11. ვაჲ უშჯულოსა, ბოროტნი საქმეთაებრ მისთა თანა შთავიდენ მისსა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 3
10. და მეტყუელთა: შევკრათ მართალი, რამეთუ ძნელ საჴუმეველ არს ჩუენდა. აწ სადმე ნაშრომთა საქმეთა მათთასა ჭამდენ.
ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა“ ().

1.

როგორც საუკეთესო ექიმი ხან წვავს, ხან კვეთს, ხანაც მწარე წამლებს აძლევს და ამგვარად ავადმყოფთა ჯანმრთელობას განაგებს, ასევე კაცთმოყვარე ღმერთიც მრავალგვარი და განსხვავებული სასჯელებით იუდეველთა მოშლილსა და დაცემულ მდგომარეობას კვლავ შეკრავს: ხან ბარბაროსთა შემოსევით აშინებს უმადურებს, ხან კი, ბარბაროსთა თავდასხმამდეც, სხვა მუქარებით აკავებს მათ და მუქარათა მრავალფეროვნებით შიშს მათში ცოცხლად ინახავს. ახლა კი ღმერთი მათ ავადმყოფობას, შიმშილსა და გვალვას ემუქრება; და არა მხოლოდ აუცილებელთა ნაკლებობას, არამედ იმათ ნაკლებობასაც, რომლებიც საჭირო ნივთებზე არაფრით ნაკლებად ინარჩუნებენ ჩვენს სიცოცხლეს. რამეთუ მძიმე მხოლოდ შიმშილი კი არ არის, არამედ ისიც, როცა საქმეთა მმართველთა გარეშე რჩებიან; სწორედ ეს მდგომარეობა ხშირად სიუხვესაც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის