...დაღაცათუ ქუეყანასა ზედა იყვნეს, არამედ მისსა უფლებასა ქუეშე იქცეოდეს შეწყუდეულნი ბნელსა შინა, ვინაჲცა ჴელმწიფებაჲ აქუნდა მას კაცად-კაცადისა წარტაცებად და დილეგსა მას ჯოჯოხეთისასა შეყენებად, რომლისათჳს იგივე წინაწარმეტყუელი ესაია ღაღადებს და იტყჳს: „ვყავთ აღთქუმაჲ ჯოჯოხეთისა თანა და სიკუდილისა თანა ნაძლევი“, რომლითაცა მოასწავებს ჩუენსა მას სიკუდილისადა დამორჩილებასა, რომელსა აქა აჩრდილად უწოდა. არამედ გამობრწყინდა რაჲ დიდი იგი და მიუაჩრდილებელი ნათელი, განქარდა წყუდიადი, ბნელი სიკუდილისაჲ, რამეთუ მოვიდა უფალი, მოვიდა ცხორებაჲ, მოვიდა და მაცხოვნნა ჩუენ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (4,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „მიერითგან იწყო“. ოდითგან? ვინაჲთგან მიეცა იოვანე საპყრობილედ. და რაჲსათჳს პირველითგან არა ქადაგებდა, ანუ რად საჴმარ იყო მისა ქადაგებაჲ იოვანესი, ვინაჲთგან აქუნდა თანამსრბოლად ქადაგებაჲ იგი საქმეთა მისთაჲ? რაჲთა მისიცა დიდებაჲ უმეტესად ბრწყინვიდეს და საცნაურ იქმნას, ვითარმედ მისთჳს ქადაგებდეს სხუანიცა წინაწარმეტყუელნი, და ვითარმედ იგი არს უფალი ყოველთაჲ; ვითარცა ეტყოდა ზაქარია იოვანეს: „და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუ...