მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 28:11

10. ჭირი ჭირსა ზედა შეიწყნარე, სასოებასა ზედა სასოებაჲ. მერმე მცირედღა შემწიკულება ბაგეთა.11. ენისა მიერ სხვისა, რამეთუ ეზრახებოდიან ერსა ამას12. მეტყუელნი მათნი: ესე განსუენებაჲ მსუმელისა, და ესე შემუსრვა, და არა ინებეს სმენად.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 28
11. ენისა მიერ სხვისა, რამეთუ ეზრახებოდიან ერსა ამას

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა იყვნეს მსხდომარე (2,2).:

...სა ცეცხლისა მიერ ჯერ-იყო შეძრწუნებაჲ მსმენელთაჲ დაცვისათჳს მცნებათა მუნ მოცემულთაჲთსა, ხოლო შორის ცეცხლისა მის იყო გამოცხადებაჲ ღმრთისაჲ, ეგრეთვე აქა სასწაული ესე ცეცხლის-სახეთა ენათაჲ ურწმუნოთათჳს იყო, არა მორწმუნეთათჳს, რამეთუ: "სხჳთა ენებითა და სხუათა ბაგეთა მიერ ვეზრახო ერსა ამას და არცა ესრეთ ისმინონ ჩემი" (), —იტყჳს უფალი. ხოლო განყოფაჲ ენათაჲ ითქუა და არა განყოფაჲ სულისაჲ, რამეთუ სული წმიდაჲ განუყოფელ არს თჳსისა! ერთობისაგან, და განუყოფს მადლთა კაცად-კაცადსა მსგავსად შეძლებისა და დატევნისა. რაჲთა, ვითარ-ესე ჴორციელი მიწისა გუამი ჩვენ სიმრავლითა ასოთაჲთა ერთ-გუამ იქმნების, ეგრეთვე გუამი ეკლესიისა სავსებისაჲ თითო-სახეთა მადლთა მიერ სულისათა შეიერთებოდის, და კაცად-კაცადისა მიერ ერთ-გუამ იქმნებოდის. ხოლო შენ, გუსმეს რაჲ "ვითარცა ცეცხლისანი", გულისჴმა-ყავ, ვითარმედ არა ცეცხლისა არსება არს სული, არამედ მიუწდომელისა მისთჳს ბუნებისა მისისა სახედ ოდენ და იგავად ითქუმის ცეცხლი, რამეთუ ძუელსაცა შინა მოსე ჴმობს მამისათჳს, ვითარმედ: იყო ხილვაჲ ღმრთისა ისრაელისაჲ მთასა სინასა, ვითარცა ცეცხლი მგზებარე, და აქა მის თანა ერთ-ჴმა არს სულისათჳს თქუმული — "ვითარცა ცეცხლისანი", — რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ შემწუველ არს ეკალთა მათ გარდასლვისა მიერ დანერ...

სრულად ნახვა