მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 27:11

10. და ხენი მათნი მოკუეთილებ, ვითარცა მაღნარი შორიელი. დამკჳდრებული სამწყსოჲ განჭრილ იყოს, ვითარცა სამწყსო დატევებული, და იყოს მრავალ ჟამ საძოვნელად, და მუნ განისუენებდენ სამწყსონი.11. და შემდგომად ჟამისა არა იყოს მისსა არარაჲ მწუანე განჴმობისათჳს, დედანი მომავალნი ხილვისაგან მოვედით, რამეთუ არა ერი არს მქონებელი გულისჴმის-ყოფისა. ამისთჳს არ შეიწყალნეს იგინი, რომელმან შექმნნა იგინი, არცა რომელმან აღზილნა იგინი, არ მოწყალე ექმნეს მათ.12. და იყოს მას დღესა შინა, აღმოღობოს უფალმან დანახეთქით მდინარისათ, ვიდრე რინოკუსურომდე, ხოლო თქუენ შეკრიბენით ძენი ისრაჱლისანი თითოეულნი.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 27
11. და შემდგომად ჟამისა არა იყოს მისსა არარაჲ მწუანე განჴმობისათჳს, დედანი მომავალნი ხილვისაგან მოვედით, რამეთუ არა ერი არს მქონებელი გულისჴმის-ყოფისა. ამისთჳს არ შეიწყალნეს იგინი, რომელმან შექმნნა იგინი, არცა რომელმან აღზილნა იგინი, არ მოწყალე ექმნეს მათ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:54-61 — ასისთავის აღსარება და იოსების მიერ დაკრძალვა:

...ამი, ანუ ღმრთისმშობელი, რომელსაც მახარებელმა ზემოთ იოსესა და იაკობის დედა უწოდა, საფლავის წინ ისხდნენ და მტრის სიცოფის ჩაწყნარებას ელოდებოდნენ, რათა სხეულს მოხვეოდნენ და მისთვის მირონი ეცხოთ. ამგვარ დედათა შესახებ თქვა ესაიამ: დედანი მომავალი ხილვისაგან მოვედით, რამეთუ არა ერი არს მქონებელი გულისჴმის-ყოფისა (). ცხადია, რომ სიტყვებს არა არს მქონებელი გულისჴმისყოფისა იგი იუდეველებზე ამბობს, რომელთაც უფალი ჯვარს აცვეს; ხოლო დედებს მოუწოდებს, დატოვონ ეს უგუნური ხალხი, მოციქულებთან მივიდნენ და მათ აღდგომის შესახებ ახარონ.

27:62-66 — საფლავის დაბეჭდვა

62-66. ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო. აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი, ვიდრე მესამედ დღედმდე ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა. ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა. -...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვედით, იხილეთ ადგილი, სადა დადვეს იგი. და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა და აჰა წინაგიძღჳს თქუენ გალილეად, მუნ იხილოთ იგი. აჰა ეგერა გარქუ თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა“ (28,6-8).:

...ნ იხილოთ იგი. აჰა ეგერა გარქუ თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა“ (28,6-8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ დედათა წინაჲთვე აწუევს სული წმიდაჲ ხარებად მოციქულთა და ეტყჳს პირითა ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲთა: „დედანი ეგე მომავალნი ხილვად მოვედით“. ამისთჳსცა მირბიოდეს სიხარულით ხარებად მოციქულთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ!“ (28,9).

დასჯილი იგი ევა განმართლებულ არს, ექსორიაქმნილი ადამ მოწოდებულ არს, წყევაჲ იგი განქარვებულ არს, სიკუდილი ძლეულ არს, ეშმაკი დაცემულ არს, მსახურნი მისნი სირცხჳლეულ არიან, მბრძოლნი ძლეულ არიან, ჰურიანი მგლოარე არიან, ჯუარი ჩემი ბრწყინავს, საფლავი ძალსა ჩემსა წამებს, უკუდავებაჲ კაცთა მიენიჭა, ჩემ მიერ ბუნებაჲ კაცთაჲ განახლდა, ჩემ მიერ მკუდარნი ყოველნი აღდგეს. ესე არიან ნაყოფნი სამისა დღისა დაფლვისა ჩემისანი, ამისთჳს იხარებდით და მხიარულ იყვენით.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).

ჰხედავთა, ვითარ ძჳრუჴსენებელად ძმად ჩემდა ვხადი, რომელთა დამიტევე...

სრულად ნახვა