მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 27:1

1. მას დღესა მოაწიოს უფალმან მახჳლი წმიდაჲ და დიდი და ძლიერი ვეშაპსა ზედა გუელსა მლტოლვარესა, ვეშაპსა ზედა გუელსა გულარძნილსა, და მოკლას ვეშაპი მას დღესა ზღვასა შინა.2. მას დღესა შინა ვენაჴი კეთილი გულისსათქუმელი, მთავრობა მის ზედა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 27
1. მას დღესა მოაწიოს უფალმან მახჳლი წმიდაჲ და დიდი და ძლიერი ვეშაპსა ზედა გუელსა მლტოლვარესა, ვეშაპსა ზედა გუელსა გულარძნილსა, და მოკლას ვეშაპი მას დღესა ზღვასა შინა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ენ არღარა გუელმოდის, არცა ვიურვოდით უღონოებისაგან.

ხოლო ლერწამი იგი ამისთჳს მოიღო მათგან უფალმან, რაჲთა მით მოაკუდინოს გუელი იგი მზაკუვარი, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: ლერწამი მაკუდინებელ არს გუელთა. ვინაჲთგან უკუე უფალი საბაოთ, ვი-თარცა ესაია იტყჳს, სდევნიდა გუელსა მას ვეშაპსა დიდსა, ეშმაკსა მას მზაკუვარსა, ამისთჳს ლერწამი იგი მიიღო მარჯუენესა თჳსსა, რაჲთა მოაკუდინოს ბოროტი იგი და განაძლიერნეს კაცნი მის ზედა. და ვითარცაიგი დავით ქმნა, მოსტაცა მახჳლი გოლიათსა და წარჰკუეთა თავი მისი, ეგრეთვე აწ ქმნა მაცხოვარმან. მიიღო ლერწამი მათგან, რაჲთა არა ჩუენ ოდენ განგუათავისუფლნეს საცთურთაგან, არამედ გუელიცა იგი მოაკუდინოს ლერწმითა მით.

ესრეთ უკუე იხილა რაჲ უბადრუკმან მან თავი თჳსი მოუძლურებული სიქადულისაგან თჳსისა და ვითარ განიდევნებოდა ქუეყანით, და ქუეყანაჲ განწმდებოდა სისხლთაგან და ეკალთა, და ვითარ წარწყმიდა ჴელითწერილი ჩუენი და ლერწამი, რომლითა წერდა ბოროტთა ჩუენთა, შეჰკადრა კუალად შეუკადრებელსა, რაჲთა უმეტესად მოწყლას თავი თჳსი. რამეთუ პირველად, ესმოდა რაჲ, თუ: „სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი - უძლურ“, ჰგონებდა, თუ სიტყუაჲცა ჴორცთა თანა უძლურ არს, და არა იცოდა, ვითარმედ უფროჲსად ძალი...

სრულად ნახვა