...რებისასა, რომელ არს ქრისტჱ, და საწერტელი თჳსი წარწყმიდა; ვიდრეღა რომელთა იგი პირველ აშინებდა, აწ ვეტყჳთ მას: „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?“ და კუალად ვიტყჳთ: აჴოცა ღმერთმან ყოველივე ცრემლი პირისაგან ჩუენისა.
მაშინ შეიკრა მძლავრი იგი ბოროტი და მწარედ იგლოვდა მდებარე ბჭეთა თანა ჯოჯოხეთისასა, ხედვიდა რაჲ, ვითარ მკუდარნი განცხოელდებოდეს, ტყუენი განთავისუფლდებოდეს, წმიდანი იგი მამათმთავარნი და წინაჲსწარმეტყუელნი იხარებდეს და გალობდეს. რომელნიმე იტყოდეს: „აღჴდა მაღალსა, წამოტყუენა ტყუე და გამოიყვანნა კრულნი სიმჴნითა თჳსითა“. ; სხუანი იტყოდეს: „რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუე სიონისაჲ, და ვიყვენით ჩუენ ნუგეშინისცემულ. მაშინ აღივსო პირი ჩუენი სიხარული-თა, და ენაჲ ჩუენი - გალობითა“. ხოლო ანგელოზნი და ყოველნი ზეცისა მჴედრობანი ღაღადებდეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“. და ყოველნივე იხარებდე...