...ერთად შეიკრიბა და ერთ მთლიან წიგნად იქცა. ამიტომაც ასე იწყებს. მაგრამ ეს ჩვენთვის მხოლოდ აქედან კი არ გახდება ცხადი და ნათელი, არამედ იქიდანაც, რომ შემდგომ თვითონაც აღნიშნავს დროებს: ხან ამბობს: „იმ წელსა, რომელსა შევიდა ნათან აზოტედ“ ()1; ხან კი ამბობს: „და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა“ (). რადგან წინასწარმეტყველებები ისე არ შეკრებილა ერთად, როგორც პავლეს ეპისტოლეები და სახარებები, არამედ, როგორც უკვე ვთქვი, სხვადასხვა დროს. ამიტომ სიტყვას სხვა დასაწყისიდან იწყებს. და მხოლოდ ამის გამო კი არა, არამედ იმიტომაც, რომ თემა, რომელზეც საუბარს აპირებს, წინათქმულისგან ძლიერ განსხვავდება და უფრო ამაღლებულია. რადგან იგი ჩვენთან საუბრობს წარმართთა მოწოდებაზე, ქადაგების დიდ გამოჩინებაზე, ცოდნაზე, რომელიც მთელ ქვეყნიერებ...
წინასწარმეტყველება ესაიასი 20:1
1. წელსა, რომელსა შევიდა ტანათან აზოტედ, მო-რა-ივლინა არნაჲს მიერ, მეფისა ასსურასტანელთასა და ებრძოლა აზოტესა და გამოიღო იგი.2. მაშინ თქუა უფალმან ესაიას მიმართ, ძისა ამოსისა, მეტყუელმან: ვიდოდე და მოიძარცვე ძაძაჲ წელთაგან შენთა, და სანდალნი შენნი მოიხსნენ ფერჴთაგან შენთა. და ქმნა ეგრეთ ესაია, მავალმან შიშველმან და უჴამლიერომან.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 20