მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 2:4

3. და მოუჴდენ ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ მთად უფლისა და სახიდ ღმრთისა იაკობისსა. და მომითხრას ჩვენ გზაჲ თჳსი, და ვიდოდით მას შინა, რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით.4. და შჯიდეს შორის ნათესავთასა და ამხილოს ერსა მრავალსა, და თანად დაშჭრიდენ მახვილებსა მათსა საჴნისად და ლახურებსა მათსა მანგლად. და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.5. და აწ შენ, სახლო იაკობისაო, მოვედით და ვიდოდით ნათელსა უფლისასა,
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 2
4. და შჯიდეს შორის ნათესავთასა და ამხილოს ერსა მრავალსა, და თანად დაშჭრიდენ მახვილებსა მათსა საჴნისად და ლახურებსა მათსა მანგლად. და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.
ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა“ ().

1.

აქედან ცხადია, რომ წინასწარმეტყველებს ყველა წინასწარმეტყველება ერთბაშად არ უთქვამთ; არამედ სხვადასხვა დროს შთაგონებულნი გარკვეულ ნაწილებს აუწყებდნენ, რომლებიც შემდეგ ერთად შეიკრიბა და ერთ მთლიან წიგნად იქცა. ამიტომაც ასე იწყებს. მაგრამ ეს ჩვენთვის მხოლოდ აქედან კი არ გახდება ცხადი და ნათელი, არამედ იქიდანაც, რომ შემდგომ თვითონაც აღნიშნავს დროებს: ხან ამბობს: „იმ წელსა, რომელსა შევიდა ნათან აზოტედ“ ()1; ხან კი ამბობს: „და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა“ (). რადგან წინასწარმეტყველებები ისე არ შეკრებილა ერთად,...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 45-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სულიერი მშვიდობა და ღვთის შემეცნება:

...თელ სამყაროში მშვიდობა განავრცო და, ამასთან ერთად, მათი ხილული ომიც დაამხო. ამასვე აცხადებდა ესაიაც, როდესაც ამბობდა: „და თანად დაშჭრიდენ მახვილებსა მათსა საჴნისად და ლახურებსა მათსა მანგლად. და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა“ (). რადგან ქრისტეს მოსვლამდე ყველა ადამიანი იარაღს ისხამდა, არავინ იყო ამ სამსახურისგან თავისუფალი, ქალაქები ქალაქებს ებრძოდნენ და ომის საქმეები განუწყვეტლივ იმართებოდა; ახლა კი სამყაროს უმეტესი ნაწილი მშვიდობაშია, ყველანი უშიშრად მისდევენ ხელობას, ამუშავებენ მიწას და ზღვაზე მიცურავენ; ხოლო სამხედრო საქმე მცირე ნაწილია და ყველა დანარჩენზე წინ არის განწესებული. ამის საჭიროებაც გაუქმდებოდა, სათანადოდ რომ ვიქცეოდეთ და ჭირთაგან მომდინარე შეხსენება არ გვჭირდებოდეს. ცეცხლს აქ მის რისხვას უწოდებს და მომხდარ ამბავს ამბობს: გამარჯვებულებმა მათი იარაღი და ეტლებიც დაწვეს, როცა სრული ძლევით გაიმარჯვეს, როგორც ეზეკიელი ამბობს; ხოლო ვისაც სწავლის სიყვარული აქვს, მან იცის ეს ისტორია.

**„მოიცალეთ და...

სრულად ნახვა