მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 2:20

19. შემხუმელთა ქუაბებისა მიმართ და დანახეთქებისა კლდეთასა და ნაპრალთა მიმართ ქუეყანისათა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძალისა მისისა, ოდეს აღდგეს სრვად ქვეყანისა,20. რამეთუ მას დღესა გამოიხუნეს კაცმან საძაგელნი თვისნი ოქროსანი და ვეცხლისანი, რომელნი ქმნნეს თაყვანის-საცემელად ამაოთა და მღამიობთა,21. შესლვად ნაპრალებსა მყარისა კლდისასა, და ჴურელებსა კლდეთასა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, ოდეს აღდგეს სრვად ქვეყანისა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 2
20. რამეთუ მას დღესა გამოიხუნეს კაცმან საძაგელნი თვისნი ოქროსანი და ვეცხლისანი, რომელნი ქმნნეს თაყვანის-საცემელად ამაოთა და მღამიობთა,
ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა“ ().

1.

აქედან ცხადია, რომ წინასწარმეტყველებს ყველა წინასწარმეტყველება ერთბაშად არ უთქვამთ; არამედ სხვადასხვა დროს შთაგონებულნი გარკვეულ ნაწილებს აუწყებდნენ, რომლებიც შემდეგ ერთად შეიკრიბა და ერთ მთლიან წიგნად იქცა. ამიტომაც ასე იწყებს. მაგრამ ეს ჩვენთვის მხოლოდ აქედან კი არ გახდება ცხადი და ნათელი, არამედ იქიდანაც, რომ შემდგომ თვითონაც აღნიშნავს დროებს: ხან ამბობს: „იმ წელსა, რომელსა შევიდა ნათან აზოტედ“ ()1; ხან კი ამბობს: „და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა“ (). რადგან წინასწარმეტყველებები ისე არ შეკრებილა ერთად,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის