„სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა“ ().
1.
აქედან ცხადია, რომ წინასწარმეტყველებს ყველა წინასწარმეტყველება ერთბაშად არ უთქვამთ; არამედ სხვადასხვა დროს შთაგონებულნი გარკვეულ ნაწილებს აუწყებდნენ, რომლებიც შემდეგ ერთად შეიკრიბა და ერთ მთლიან წიგნად იქცა. ამიტომაც ასე იწყებს. მაგრამ ეს ჩვენთვის მხოლოდ აქედან კი არ გახდება ცხადი და ნათელი, არამედ იქიდანაც, რომ შემდგომ თვითონაც აღნიშნავს დროებს: ხან ამბობს: „იმ წელსა, რომელსა შევიდა ნათან აზოტედ“ ()1; ხან კი ამბობს: „და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა“ (). რადგან წინასწარმეტყველებები ისე არ შეკრებილა ერთად,...