მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 2:12

11. რამეთუ თვალნი უფლისანი მაღალ, ხოლო კაცი მდაბალ. და დამდაბლდეს სიმაღლე კაცთა და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა,12. რამეთუ დღე უფლისა საბაოთისა მოიწიოს ყოველსა ზედა მაგინებელსა და ამპარტავანსა და ყოველსა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, და დამდაბლდენ,13. და ყოველსა ზედა ნაძუსა ლიბანისსა, მაღალთა და განსაცხრომელთა და ყოველსა ზედა ხესა რკოჲსასა ბასანურსა,
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 2
12. რამეთუ დღე უფლისა საბაოთისა მოიწიოს ყოველსა ზედა მაგინებელსა და ამპარტავანსა და ყოველსა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, და დამდაბლდენ,
ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა“ ().

1.

აქედან ცხადია, რომ წინასწარმეტყველებს ყველა წინასწარმეტყველება ერთბაშად არ უთქვამთ; არამედ სხვადასხვა დროს შთაგონებულნი გარკვეულ ნაწილებს აუწყებდნენ, რომლებიც შემდეგ ერთად შეიკრიბა და ერთ მთლიან წიგნად იქცა. ამიტომაც ასე იწყებს. მაგრამ ეს ჩვენთვის მხოლოდ აქედან კი არ გახდება ცხადი და ნათელი, არამედ იქიდანაც, რომ შემდგომ თვითონაც აღნიშნავს დროებს: ხან ამბობს: „იმ წელსა, რომელსა შევიდა ნათან აზოტედ“ ()1; ხან კი ამბობს: „და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა“ (). რადგან წინასწარმეტყველებები ისე არ შეკრებილა ერთად,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის