მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 14:9

8. და ხეთა ლიბანისათა განიშუეს შენ ზედა და ნაძუმან ლიბანისამან თქვას: რაჲთგან შენ დაიძინე, არა აღვიდა მკაფელი ჩვენი.9. ჯოჯოხეთი ქუე განმწარდა, შეგემთხჳა რა შენ, თანააღდგეს შენსა ყოველნი გმირნი მმთავრობნი ქუეყანისანი, რაჲთა აღადგინნეს საყდართაგან მათთა ყოველნი მეფენი წარმართთანი.10. ყოველთა მოგიგონ და გრქუან შენ: და შენცა ტყუე იქმენ, ვითარცა ჩვენ, და ჩვენ თანა შეირაცხე.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 14
9. ჯოჯოხეთი ქუე განმწარდა, შეგემთხჳა რა შენ, თანააღდგეს შენსა ყოველნი გმირნი მმთავრობნი ქუეყანისანი, რაჲთა აღადგინნეს საყდართაგან მათთა ყოველნი მეფენი წარმართთანი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...იტყჳს, „ესე იგი არს ეშმაკი, და განათავისუფლნეს იგინი, რომელნი შიშითა სიკუდილისაჲთა მარადის ცხორებად თანამდებ იყვნეს კირთებასა“.

მან თავადმან დაჰჴსნნა სალმობანი ჯოჯოხეთისნი, ვითარცა იტყჳს ესაია, ვითარმედ: „ჯოჯოხეთი ქუეშე შენსა განმწარდა შემთხუევასა შენსა“, მი-რაჲ-ხჳდოდე შენ; და აღდგომითა თჳსითა აღადგინნა დასაბამითგანნი მკუდარნი და ეშმაკი საკიცხელ და საცინელ ყო. რამეთუ ვითარცა ბზიკმან, სცის რაჲ კლდესა, კლდესა მას ვერაჲ ავნის, არამედ თჳსი იგი საწერტელი შემუსრის, ეგრეთვე სიკუდილი შეიმუსრა, მოუჴდა რაჲ კლდესა მას ცხორებისასა, რომელ არს ქრისტჱ, და საწერტელი თჳსი წარწყმიდა; ვიდრეღა რომელთა იგი პირველ აშინებდა, აწ ვეტყჳთ მას: „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?“ და კუალად ვიტყჳთ: აჴოცა ღმერთმან ყოველივე ცრემლი პირისაგან ჩუენისა.

მაშინ შეიკრა მძლავრი იგი ბოროტი და მწარედ იგლოვდა მდებარე ბჭეთა თანა ჯოჯოხეთისასა, ხედვიდა რაჲ, ვითარ მკუდარნი განცხოელდებოდეს, ტყუენი განთავისუფლდებოდეს, წმიდანი იგი მამათმთავარნი და წინაჲსწარმეტყუელნი იხარებდეს და გ...

სრულად ნახვა