წინასწარმეტყველება ესაიასი 14:1
1. მსწრაფლ მოვალს და არა ჰყოვნის, და დღენი მისნი არ მოზიდულ იქმნენ. და შეიწყალოს უფალმან იაკობი და გამოირჩიოს მერმე ისრაილი; და განისუენებდეს ქუეყანასა ზედა მათსა და მექუეყანე შეეძინოს მათ თანა და შეეძინოს სახლისა მიმართ იაკობისსა.2. და მიიხუნენ იგინი ნათესავად, და შეიყვანნენ ადგილად მათდა და დაამკჳდრნენ და განმრავლდენ და განიყოფდენ მათ ძენი ისრაილისანი ქუეყანასა ზედა ღმრთისასა მონებად და მჴევლებად. და იყვნენ ტყუებ ტყუემქმნელნი მათნი, და იუფლებოდინ უფლებულნი მათნი.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 14