მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 13:2

1. ხილვა, რომელი იხილა ესაია, ძემან ამოსისმან, ძჳნად ბაბილონისა.2. მთასა ზედა ევლოანსა აღიღეთ სასწაული, აღიმაღლეთ ჴმაჲ თქუენი, ნუ გეშინინყე. ნუგეშინის-ეცით ჴელითა, აღაღეთ მთავართა.3. მე დავაწესო, განწმენდილნი არიან, და მე შევკრიბნე იგინი; გმირნი მოვლენ დაცხრობად რისხვისა ჩემისა, მოხარულნი ერთბამად და მაგინებელნი.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 13
2. მთასა ზედა ევლოანსა აღიღეთ სასწაული, აღიმაღლეთ ჴმაჲ თქუენი, ნუ გეშინინყე. ნუგეშინის-ეცით ჴელითა, აღაღეთ მთავართა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნთ ვითარმედ ჯერ-არს ფრიადი მოღუაწებაჲ ცხორებისათჳს ძმათაჲსა:

...სრულ ჭირისა მათისა.

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, მოვკლათ ვეშაპი იგი და ბოროტნი ნაშობნი მისნი მოვსწყჳდნეთ მახჳლითა სულისაჲთა (ნაშობნი ვეშაპისანი არიან არაწმიდანი გულისსიტყუანი), რაჲთა არა ჩუენთჳსცა თქუას წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარცა ჰურიასტანისათჳს, ვითარმედ: „ვირდევნი იმღერდენ მუნ და გრძღაბნი და ვეშაპნი“. რამეთუ არიან ნანდჳლვე კაცნიცა უძჳრეს ვირდევთასა; და უფროჲსღა ვთქუა, თუ: ჩუენ შორის ჭაბუკნი ჰასაკითა უმრავლესნი ესევითარნი არიან, აღჳრაღუსხმელ გულის-თქუმათა მიმართ ბოროტთა. ხოლო ესევითარისა მის ვერაგობისა მიზეზ მშობელნი მათნი არიან, რომელნი არა იღუწიან ცხორებასა სულთა მათ-თასა, არცა სწურთიან სათნოებისა სწავლად, არამედ ჴორციელად ხოლო ჰფუფუნებენ და უმწყსთაებრ ცხენთა მიუშუებენ სიცბილად და სიძვათა შინა და ყოველთა ბილწებათა ქცევად. ჵ განსაცდელი ესევითარი! მძლავრებამან ცოდვისამან ყოველნი დაგჳმონნა, და არავინ იღუწის არცა თჳსსა სულსა, არცა მეორისასა. ჩუენ სიტყჳთ შევასმენთ და განვაქიქებთ ცოდვასა, ხოლო იგი საქმით გუმძლავრობს და ტყუე გჳქმს. გარნა ჩუენ არავე დავსცხრეთ სიტყუათაგან სწავლისათა. უკუეთუ იქმნას რაჲ სარგებელი, კეთილ იყოს ჩემდაცა და თქუენდაცა, ხოლო უკუეთუ მასვე ზედა ეგნეთ, მე თანანადები ჩემი სრულ მექმნას, ხოლო ღმერთმან თქუენცა გიჴს...

სრულად ნახვა