წინასწარმეტყველება ესაიასი 10:13
12. და იყოს, ოდეს შეასრულნეს უფალმან ყოველთა მოქმედმან, შორის მთასა სიონსა და იერუსალიმსა, და მოაწიოს გონებასაცა ზედა დიდსა მთავარსა ზედა ასსურასტანელთასა და სიმაღლესა ზედა დიდებისა თვალთა მისთასა,13. რამეთუ თქვა: ძალითა ჴელისა ჩემისათა ვყო და სიბრძნითა გულისხმის-ყოფისა ჩემისათა, მოვიპყრნე და საზღვარნი წარმართთანი და ძალითა მით წარმოვტყუენო და შევძრნე ქალაქნი დამკჳდრებულნი.14. და მკჳდროსანი სრული მოვიღო, დავიპყრა ჴელითა ჩემითა, ვითარცა ბუდე, და, ვითარცა დატევებულნი კუერცხნი, აღვიხუნე და არავინ იყოს, რომელი განმერეს მე, ანუ განმსიტყოს მე და აღმიღებდეს პირთა და მჭრტინავთა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 10