მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 1:9

8. დატევებულ იქმნეს ასული სიონისა, ვითარცა კარავი ვენაჴსა შინა და ვითარცა ხილისსაცავი ნესოანსა შინა, ვითარცა ქალაქი გამოღებული.9. და არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომიამცა ვიქმნენით და ვითარ გომორრასმცა ვემსგავსენით.10. ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ მთავართა სოდომისათა, ეკრძალეთ შჯულსა ღმრთისასა ერი გომორრაჲსა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 1
9. და არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომიამცა ვიქმნენით და ვითარ გომორრასმცა ვემსგავსენით.
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხილვა, რომელი იხილა ესაია“ ().

1.

წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს ან იმიტომ, რომ ამ ხილვისას წინასწარმეტყველები ბევრ მომავალ ამბავს ჭვრეტდნენ, როგორც მიქეამ იხილა გაფანტული ხალხი, ხოლო ეზეკიელმა - ტყვეობა და მზისა და თამუზის თაყვანისმცემელთა ურჯულოება; ან იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა სმენა, რომელიც მათ ღმერთისგან ჰქონდათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ხილვას, არამედ ისევე უტყუარად არწმუნებდა, როგორც ხილვა; ასეთი რამ ყოფით საქმეებში არ ხდება. რადგან იმას, რომ ისინი დანარჩენ ადამიანებზე სხვაგვარად ისმენდნენ, ასე ამბობს: „შემძინა მე ყური სმენად“ (). ხოლო როცა წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს, სიტყვას სანდოსაც ხდის, მსმენელსაც აღძრავს და იმისკენ მიმართავს, ვინც ეს საქმეები აჩვენა. რადგან ყველას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით...

სრულად ნახვა
ეპისტოლე
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მთარგმნელის ბოლოსიტყვა "საქმე მოციქულთა"-ს განმარტებისათვის:

...ეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, და ლოცვითა ბერთა ჩუენთაჲთა სრულ-იქმნა თარგმანებაჲცა მოციქულთა საქმისაჲ, აწ ახლად თარგმნილი ბურძულისა ენისაგან, რამეთუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს — "არათუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნი და გომორელნი ვიქმნენით და მივემსგავსენით" () — ეგრეთვე მე, არაწმიდაჲ ესე, ვიტყჳ ვითარმედ: არათუმცა ლოცვაჲ წმიდათა მამათა ჩუენთაჲ და სიტყუაჲ და სწავლაჲ მათი ქმნილ იყო საჭეთმპყრობელ და მმართებელ, არარაჲმცა კეთილი სრულ-იქმნა ჩემ. ისა სულით და ჴორცით მწინკულევანისაგან, ვინაჲცა, რაჟამს მომადლებითა ბერისა საბაჲს ლოცვათაჲთა მომმადლა ღმერთმან საფარველი წმიდისა მამისა ჩუენისა ბერისა ანტონისი, რაჲთა არა სრულიად ობოლ ვიქმნე შემდგომად მ, მაშინ ამისითა ბრძანებითა უკუე სამოციქულოთა პავლეს ებისტოლეთა და კათოლიკეთა თარგმანი ვთარგმნე, ვითარცა უსაჭიროესთაჲ. ამისსა შემდგომად საქმისა მოციქულთაჲსა თარგმანებაჲ რეცა მძიმედ აღმიჩინა ეშმაკმან. არამედ ცუდ-ყო უფალმან სივერაგე მისი, და ვითარცა საკრველითა, ეგრეთ მიპყრა ბერმან ანტონი, და არა მიტევა უსრულად დატევებაჲ ამისი. და მას თანა-ეწამნე...

სრულად ნახვა