მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 1:6

5. რად მერმეცა იწყლვით დამრთველნი უშჯულოვებისა? ყოველი თავი ტკივილად და ყოველი გული მწუხარებად.6. ფერჴთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის შორის სიმრთელე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძჳლი განსივებული, არა არს სალბუნი დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი.7. ქვეყანა თქვენი ოჴერ, ქალაქნი თქვენნი ცეცხლით მომწუარ, სოფელსა თქვენსა წინაშე თქვენსა უცხონი მოშჭამენ მას და მოოჴრებულ არს გარდაქცეული ერისა მიერ უცხოთასა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 1
6. ფერჴთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის შორის სიმრთელე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძჳლი განსივებული, არა არს სალბუნი დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი.
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხილვა, რომელი იხილა ესაია“ ().

1.

წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს ან იმიტომ, რომ ამ ხილვისას წინასწარმეტყველები ბევრ მომავალ ამბავს ჭვრეტდნენ, როგორც მიქეამ იხილა გაფანტული ხალხი, ხოლო ეზეკიელმა - ტყვეობა და მზისა და თამუზის თაყვანისმცემელთა ურჯულოება; ან იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა სმენა, რომელიც მათ ღმერთისგან ჰქონდათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ხილვას, არამედ ისევე უტყუარად არწმუნებდა, როგორც ხილვა; ასეთი რამ ყოფით საქმეებში არ ხდება. რადგან იმას, რომ ისინი დანარჩენ ადამიანებზე სხვაგვარად ისმენდნენ, ასე ამბობს: „შემძინა მე ყური სმენად“ (). ხოლო როცა წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს, სიტყვას სანდოსაც ხდის, მსმენელსაც აღძრავს და იმისკენ მიმართავს, ვინც ეს საქმეები აჩვენა. რადგან ყველას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9.:

...საია 7:20) - სხეულის იგავით მთელ ქვეყანას ამბობს, სიტყვით მათ მთელ ქვეყანას მოიცავს, როგორც დასაწყისშიც ამბობდა: „ყოველი თავი ტკივილად და ყოველი გული მწუხარებად“ (). „ფერჴთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის შორის სიმრთელე“ () - ამას ერთი ადამიანის შესახებ კი არ ამბობს, არამედ მთელ ქვეყანას ერთ სხეულს ადარებს. სწორედ ამას ამბობს აქაც: მთელი ქვეყანა მძიმე სასჯელს დაითმენს. ამას იგი ერთგან სამართებლის, მეორეგან კი სხეულის ხატის მეშვეობით აცხადებს და აჩვენებს, რომ ღმრთისაგან მომავალი განჩინება ყოველ სამართებელზე უფრო მძიმედ გაანადგურებს ადამიანებსაც და მიწის ნაყოფსაც, ქვეყანას კი შიშველსა და უდაბურად დატოვებს. შემდეგ ამავე უდაბურებას სხვა ხატით აჩვენებს.

ამას კი იმისთვის აკეთებს, რომ შიში ყოველივე გზით მძლავრად დარჩეს და სიტყვის სიგრძემ შფოთი არ გაანელოს. ვინც ყურადღებით არ ისმენს, მას ნათქვამი თითქოს რაღაც კეთილთა აღთქმა ჰგონია; ხოლო ისინი, ვინც ზედმიწევნით იკვლევენ,...

სრულად ნახვა