მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 1:4

3. იცნა ჴარმან მომგებელი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა; ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო.4. ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა და ერსა სავსესა ცოდვითა, თესლი ბოროტი, ძენი უსჯულონი! დაუტევეთ უფალი, განარისხეთ წმიდაჲ ისრაილისა, და უცხო ექმნენით და განსდექით.5. რად მერმეცა იწყლვით დამრთველნი უშჯულოვებისა? ყოველი თავი ტკივილად და ყოველი გული მწუხარებად.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 1
4. ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა და ერსა სავსესა ცოდვითა, თესლი ბოროტი, ძენი უსჯულონი! დაუტევეთ უფალი, განარისხეთ წმიდაჲ ისრაილისა, და უცხო ექმნენით და განსდექით.
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხილვა, რომელი იხილა ესაია“ ().

1.

წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს ან იმიტომ, რომ ამ ხილვისას წინასწარმეტყველები ბევრ მომავალ ამბავს ჭვრეტდნენ, როგორც მიქეამ იხილა გაფანტული ხალხი, ხოლო ეზეკიელმა - ტყვეობა და მზისა და თამუზის თაყვანისმცემელთა ურჯულოება; ან იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა სმენა, რომელიც მათ ღმერთისგან ჰქონდათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ხილვას, არამედ ისევე უტყუარად არწმუნებდა, როგორც ხილვა; ასეთი რამ ყოფით საქმეებში არ ხდება. რადგან იმას, რომ ისინი დანარჩენ ადამიანებზე სხვაგვარად ისმენდნენ, ასე ამბობს: „შემძინა მე ყური სმენად“ (). ხოლო როცა წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს, სიტყვას სანდოსაც ხდის, მსმენელსაც აღძრავს და იმისკენ მიმართავს, ვინც ეს საქმეები აჩვენა. რადგან ყველას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...შემდეგ, მათ გულამდე რომ მისწვდეს, უბრალოდ კი არ თქვა, მისნობენო, არამედ თქვა: მათი ქვეყანა აღივსოო. დიდი სიჭარბით კვლავ გაიზარდა მათი ბოროტება, ამბობს იგი. როგორც ზემოთ თქვა: ერი, არა უბრალოდ ცოდვილი, არამედ „ერსა სავსესა ცოდვითა“ (); ასევე აქაც თქვა: „აღივსო“ (). შემდეგ, საყვედურის კიდევ უფრო გასამწვავებლად, დაუმატა: „ვითარცა დასაბამსა“ (). დასაბამიდან, როდის? მაშინ, როცა ღმერთს არ იცნობდნენ, როცა რჯული მიღებული არ ჰქონდათ, როცა მისი ქველმოქმედება ჯერ არ გამოეცადათ, როცა წარმართებთან ერთად ცხოვრობდნენ; ხოლო ეს უკიდურესი მსჯავრის ღირსი იყო: ამოდენა მზრუნველობისა და ზრუნვის შემდეგ ახლა არაფრით უკეთეს მდგომარეობაში არ ყოფილიყვნენ იმათზე, ვისაც ამ სიკეთეთაგან არაფერი ჰქონია. და არც აქ შეჩერდა, არამედ, მათ შესაძრწუნებლად, კვლავ დაუმატა: „ვითარცა უცხოტომთაჲ“ (); უცხოტომე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ კაცთა წინაშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა. ეგრეთცა თქუენ გარეშე ჰგონიეთ კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უშჯულოებითა“ (23,27-28).:

...უელნიცა გამოაჩინებენ. რამეთუ დავით „სამარე ზეღებულად“ უწოდა მათ, რომლისა სიმყრალე და სიხენეშე განცხადებულად ჩანნ; და ესაია დაწყებასა მებრ წინაჲსწარმეტყუელებისა თჳსისასა უწოდა მათ ნათესავად ცოდვილად და ერად, სავსედ უშჯულოებითა, თესლად ბოროტად, შვილად უკეთურებისად; ეგრეთვე შჯულისმდებელი მოსე ნაშობად ბილწებისა სახელ-სდებს, ნათესავად დრკუდ და გულარძნილად და ერად ცოფად და განდრეკილად, წარწყმედისა მზრახვალად, რომელთა თანა არა არს მეცნიერებაჲ. (2 სჯ. 32, 5-6) და თითოეული წინაჲსწარმეტყუელი შემსგავსებულთა სახელთა უკეთურებისა მათისათა მოიპოებდეს. რომელსაცა ჰნებავს მრავალფერთა მათ სახელთა სიცბილისა მათისათა სწავლად, აღმოიკითხენ წიგნნი იგი საწინაჲსწარმეტყუელონი და ისწაოს. ეგრეთვე უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე სამართლად უწოდა მათ საფლავად განგოზილად, სავსედ ყოვლითავე არაწმიდებითა და უშჯულოებითა.

სწავლაჲ ოგ ბრალობაჲ მათი, რომელნი გუამთა თჳსთა ამკობენ და სულსა უგულებელს-ჰყოფენ; და რაჲთა არა განვიცდიდეთ ქმნულკეთილობასა პირთასა

ხოლო აწცა მრავალნი კაცნი არიან, რომელნი გარეშე იმკვებიან, ხოლო შინაგან სავსე არიან ყოვლითავე უშჯულოებითა. რამეთუ ჩუენ შორისცა ფრიადი ზრუნვაჲ არს, ფრიადი მოსწრაფებ...

სრულად ნახვა