მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 1:31

30. რამეთუ იყვნენ, ვითარცა ბელეკონნი, განმყრელნი ფურცელთანი, და ვითარცა სამოთხე, არმქონებელი წყლისაჲ.31. და იყოს ძალი მათი, ვითარცა ლელწამი სელისაჲ, და მოქმედებანი მათნი, ვითარცა ნაბერწყალი ცეცხლისაჲ. და დაიწუნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და არა იყოს დამშრეტელ.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 1
31. და იყოს ძალი მათი, ვითარცა ლელწამი სელისაჲ, და მოქმედებანი მათნი, ვითარცა ნაბერწყალი ცეცხლისაჲ. და დაიწუნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და არა იყოს დამშრეტელ.
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხილვა, რომელი იხილა ესაია“ ().

1.

წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს ან იმიტომ, რომ ამ ხილვისას წინასწარმეტყველები ბევრ მომავალ ამბავს ჭვრეტდნენ, როგორც მიქეამ იხილა გაფანტული ხალხი, ხოლო ეზეკიელმა - ტყვეობა და მზისა და თამუზის თაყვანისმცემელთა ურჯულოება; ან იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა სმენა, რომელიც მათ ღმერთისგან ჰქონდათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ხილვას, არამედ ისევე უტყუარად არწმუნებდა, როგორც ხილვა; ასეთი რამ ყოფით საქმეებში არ ხდება. რადგან იმას, რომ ისინი დანარჩენ ადამიანებზე სხვაგვარად ისმენდნენ, ასე ამბობს: „შემძინა მე ყური სმენად“ (). ხოლო როცა წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს, სიტყვას სანდოსაც ხდის, მსმენელსაც აღძრავს და იმისკენ მიმართავს, ვინც ეს საქმეები აჩვენა. რადგან ყველას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის