მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 1:3

2. ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქვეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა: ძენი ვშვენ და აღვამაღლენ, ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე.3. იცნა ჴარმან მომგებელი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა; ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო.4. ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა და ერსა სავსესა ცოდვითა, თესლი ბოროტი, ძენი უსჯულონი! დაუტევეთ უფალი, განარისხეთ წმიდაჲ ისრაილისა, და უცხო ექმნენით და განსდექით.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 1
3. იცნა ჴარმან მომგებელი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა; ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო.
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხილვა, რომელი იხილა ესაია“ ().

1.

წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს ან იმიტომ, რომ ამ ხილვისას წინასწარმეტყველები ბევრ მომავალ ამბავს ჭვრეტდნენ, როგორც მიქეამ იხილა გაფანტული ხალხი, ხოლო ეზეკიელმა - ტყვეობა და მზისა და თამუზის თაყვანისმცემელთა ურჯულოება; ან იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა სმენა, რომელიც მათ ღმერთისგან ჰქონდათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ხილვას, არამედ ისევე უტყუარად არწმუნებდა, როგორც ხილვა; ასეთი რამ ყოფით საქმეებში არ ხდება. რადგან იმას, რომ ისინი დანარჩენ ადამიანებზე სხვაგვარად ისმენდნენ, ასე ამბობს: „შემძინა მე ყური სმენად“ (). ხოლო როცა წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს, სიტყვას სანდოსაც ხდის, მსმენელსაც აღძრავს და იმისკენ მიმართავს, ვინც ეს საქმეები აჩვენა. რადგან ყველას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. ადამიანის პატივი და უგუნური დაცემა:

...ასევე იქცევიან სხვა წინასწარმეტყველნიც, როცა შედარების გზით ურცხვი მსმენლის შერცხვენა სურთ. ერთი ამბობს: „ცხენებ დედალთმბორგელ იქმნენ“ (); მეორე კი: „იცნა ჴარმან მომგებელი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა“ (), და ასე დავითზე უფრო მკაცრად ლაპარაკობს. დავითი ხომ ამბობს: „ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“ (); ის კი ამბობს, რომ ამათზე უგუნურნიც გახდნენ: რადგან იმ პირუტყვებმა იცნეს მომგებელი, ხოლო „ისრაჱლმან მე არა მიცნა“ (), ამბობს იგი.

8. ბოროტი გზის საცთური და თვითქება

სხვაგანაც კიდევ ერთი ბრძენი კაცი ზარმაც, მოდუნებულ და უქმობით გახრწნილ ადამიანს ჭიანჭველებზეც უარესად წარმოაჩენს; შრომისმოყვარეობის სასწავლად მას ჭიანჭველასთან აგზავნის და ეუბნება: „იქმენ, ვითარცა ჯინჭველი, ჵ, მცონარო, და ჰბაძევდ გზათა მისთა“ (). რადგან მას **„ქუეყანაჲ არა უც, არცა მაწუეველი...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ვთის ქველმოქმედებანი და თქვა: „ძენი ვშვენ და აღვამაღლენ“ (), შემდეგ კი მათ მიერ გაბედულად ჩადენილ ურჯულოებებს ამატებდა: „ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე“ () და „ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო“ (), ასევე აქაც სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებით იმავეს აჩვენებს, რაც ადრე თქვა. მაგრამ რატომ უწოდებს იგი ბრალდებას გალობას, როცა ბრალის დადებას აპირებს? მოსემ კი მარიამთან ერთად ეს მართებულად გააკეთა, რადგან გამარჯვების საგალობლის გალობას აპირებდა და ამიტომ მართებულად ასე იწყებდა: „უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს, ცხენები და მჴედრები შთასთხია ზღუასა“ (გამოსვლა 15:1). დებორაც იმ საოცარი ძლევის ნიშნისა და საკვირველი გამარჯვების შემდეგ მართებულად ქსოვს იმ გამარჯვების გალობას და ღმერთს ქებას აღუვლენს. ეს კი, როცა ბრალის დადებას აპირებს და დაძაბული სიტყვისა და არა მოდუნებული, არამედ შეკრული სულის საჭიროება აქვს, გვპირდება, რომ გვიგალობებს და ბრალდებებს გალობას უწოდებს....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძჱ შენი, რაჲთა ძემანცა გადიდოს შენ“ (17,1).:

...ოვიდა უნებლიაჲთ, რომელი ილოცვიდა ამისა ქმნად და დიდებად სახელ-სდებდა საქმესა მას, არა თჳსად ოდენ დიდებად, რომელი ჯუარს-ეცუმოდა, არამედ მამისადცა? რამე-თუ ესრეთცა იქმნა, და არა ძჱ ოდენ, არამედ მამაჲცა იდიდა, რამეთუ პირველ ჯუარს-ცუმისა არცა ჰურიათა იცოდეს იგი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ისრაჱლმან მე არა მიცნა“, ხოლო შემდგომად ჯუარსცუმისა ყოველმან სოფელმან იცნა. და მერმე იტყჳს სახესა მას დიდებისასა, თუ ვითარ ადიდოს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ქველისმოქმედებაჲ მარადის დიდებაჲ არს ღმრთისაჲ. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვითარცა მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ“? გამოაჩინებს, ვითარმედ არა ჰურიათა თანა ოდენ შეწყუდეულ არს ქადაგებაჲ იგი, არამედ ყოველსა სოფელსა განეფინების, და მოასწავებს ცხორებასა წარმართთასა, რამე-თუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ წარხუალთ“, და ეგულებოდა ამისა შემდგომად თქუმად, ვითარმედ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, გამოაჩინებს, ვითარმედ მამასა ესრეთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე“ (7,28-29).:

...ანი მისნი? ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებოდეს. არამედ რაჟამს იტყოდის, თუ: „არა მიცით“, სხუასა ცნობასა იტყჳს აქა, ვითარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „ძენი ელისნი, ძენი უშჯულონი, რომელთა არა იცოდეს უფალი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ისრაჱლმან მე არა მიცნა“; ვითარცა კუალად მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“. და ეგების-მეა ცნობაჲ და არაცნობაჲ ერთისა საქმისაჲ? გარნა ესე ამას იტყჳს, თუ: მე მიცით და იცითო, ვითარმედ ძჱ ვარ ღმრთისაჲ, რამეთუ „თუ ვინაჲ ვარ“ არა ადგილსა იტყჳს აქა, და საცნაურ არს შემდგომისა მის სიტყჳსაგან, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, არამედ არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით“. უცნებასა აქა საქმეთამიერსა იტყჳს სიტყჳსა მისებრ პავლესა, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, და საქმე-თა მიერ უარ-ჰყოფენ“. და არა უცნებელობისაგან იყო ცოდვაჲ, არამედ უკეთურებისაგან და ბოროტისა გონებისა. და ესე იცოდეს და არა ცნობაჲ ენება. გარნა რომელი შეწყობაჲ აქუს სიტყუათა ამათ? რამეთუ ვი-თარ, რომელ ამხილებდა რაჲ მათ, მათთავე სიტყუათა იტყოდა? რამეთუ თქუეს რაჲ მათ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

...ოდა წინაჲსწარმეტყუელი ესაია: „იცნა ჴარმან მომგებელი თჳსი, და ვირმან - ბაგაჲ უფლისა თჳსისაჲ; ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა, და ერმან ჩემმან არა გულისჴმა-ყო ჩემი. ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა, ერი, რომელი სავსე არს უშჯულოებითა, ნათესავნი ბოროტნი, ძენი უშჯულოებისანი! დაუტევეს უფალი და განარისხეს წმიდაჲ იგი ისრაჱლისაჲ“.

„ვაჲ სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი თავისა თჳსისაჲ: შევკრათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს. აწ უკუე ნაყოფსა საქმეთა მათთასა ჭამდენ. ვაჲ უშჯულოთა მათ, რამეთუ ბოროტი შეემთხჳოს მათ“. ამას ეწამების იერემია და იტყჳს: „ესრეთ იტყჳს უფალი: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ? რამეთუ განდგეს იგინი ჩემგან შორად. რამეთუ ორი ბოროტი ქმნა ერმან ამან: მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისაჲ ცხოელისაჲ, და ითხარეს თავისა მათისა ჯურღმული ჴურელოვანი“. და მერმე იტყჳს: „მრქუა მე უფალმან: იხილე, რაჲ მიყვეს მე მკჳდრთა იერუსალჱმისთა? ჩემ ზედა იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი და თქუეს: მოედით და შეურიოთ ძელი პურსა მისსა და მოვსპოთ იგი ქუეყანით ცხოველთაჲთ და სახელი მისი არღარა მოვიჴსენოთ მერმე. მაშინ ვიხილენ ზაკულებანი მათნი. ხოლო მ...

სრულად ნახვა