მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 1:26

25. და მოვაწიო ჴელი ჩემი შენ ზედა და გამოგაჴურვო შენ სიწმიდედ, ხოლო უსმნი წარვწყმიდნე, და მოვსპნე ყოველნი უშჯულონი შენგან და ყოველნი ამპარტავანნი.26. დავადგინნე მსაჯულნი შენნი ვითარცა პირველ, და თანმზრახვალნი შენნი ვითარცა დასაბამსა და ამის შემდგომად გეწოდოს! ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ - სიონ.27. რამეთუ მშჯავრისა თანა ცხოვნდეს ტყუეობაჲ მისი და მოწყალებისა თანა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 1
26. დავადგინნე მსაჯულნი შენნი ვითარცა პირველ, და თანმზრახვალნი შენნი ვითარცა დასაბამსა და ამის შემდგომად გეწოდოს! ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ - სიონ.
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხილვა, რომელი იხილა ესაია“ ().

1.

წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს ან იმიტომ, რომ ამ ხილვისას წინასწარმეტყველები ბევრ მომავალ ამბავს ჭვრეტდნენ, როგორც მიქეამ იხილა გაფანტული ხალხი, ხოლო ეზეკიელმა - ტყვეობა და მზისა და თამუზის თაყვანისმცემელთა ურჯულოება; ან იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა სმენა, რომელიც მათ ღმერთისგან ჰქონდათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ხილვას, არამედ ისევე უტყუარად არწმუნებდა, როგორც ხილვა; ასეთი რამ ყოფით საქმეებში არ ხდება. რადგან იმას, რომ ისინი დანარჩენ ადამიანებზე სხვაგვარად ისმენდნენ, ასე ამბობს: „შემძინა მე ყური სმენად“ (). ხოლო როცა წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს, სიტყვას სანდოსაც ხდის, მსმენელსაც აღძრავს და იმისკენ მიმართავს, ვინც ეს საქმეები აჩვენა. რადგან ყველას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...ომ, როცა თქვა, რომ ქალწული შობს, ამით ყოველივე მიანიშნა. ამრიგად, შობაზე რომ თქვა, შობილის სახელსაც ამბობს: არა იმას, რომელიც დაერქვა, არამედ იმას, რომელიც საქმეებიდან წარმოჩნდა. რადგან როგორც იერუსალიმს უწოდებს „ქალაქი სიმართლისაჲ“ (), თუმცა მას არსად რქმევია ასე, არამედ ეს სახელწოდება საქმეებიდან ჰქონდა, რადგან მისთვის დიდად მოხდა უკეთესობისკენ ცვლილება და მართლის მფარველობა; და როცა მას „მეძავ ქალაქი“ () უწოდებს, ესეც არა იმიტომ, თითქოს ქალაქს ოდესმე ასე რქმეოდა, არამედ ბოროტებისგან უდებს სახელს, ხოლო შემდეგ კი ასევე სათნოებისგან. მაშ, იგივე უნდა ითქვას ქრისტეზეც: მას საქმეებიდან წარმოშობილი სახელი დაუდო. რადგან მაშინ განსაკუთრებით გახდა ღმერთი ჩვენთან: დედამიწაზე გამოჩნდა, ადამიანებთან იცხოვრა და ჩვენდამი დიდი მზრუნველობა გამოაჩინა. რადგან ჩვენთან უკვე არც ანგელოზია და არც მთავარანგელოზი, არამედ თვით მეუფე ჩამოვიდა და მთელი გამოსწორება იტვირთა: მეძავებს ესაუბრებოდა, მეზვერეებთან ერთად სუფრასთან იჯდა, ცოდვილთა სახლებში შედიოდა, ავა...

სრულად ნახვა
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად (15,45).:

...მდგომი ამისი თჳთ დაურთავს მოციქულსა, და საქმე აღსრულებული — სიტყუად წერილისა სახელ-უდებიეს, ვითარმედ: "უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად", რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს წერილთაჲ, და უფროჲსღა საწინაჲსწარმეტყუელოთა წიგნთა, ვითარ-იგი იერუსალემისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: "ქალაქ სიმართლისა გეწოდოს" (), და არა ეწოდა. და კუალად უფლისათჳს, ვითარმედ: "სახელი მისი ემმანოელ" (), რომელი არა ეწოდა. გარნა ცხად არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელმან საქმე აღსრულებული სახელის-დებად შეჰრაცხა. გარნა შენ იხილე, ვითარ პირველისა ადამისთჳს ცხოველობაჲ ოდენ თქუა სამშჳნველისაჲ, ხოლო მეორისა ადამისთჳს — სული; არღარა თჳთ ოდენ ცხოველი, არამედ სხუათაცა განმაცხოველებელი, რაჲთა უმაღლესობაჲ საზომისაჲ გიჩუენოს, ვითარ იგი — განხრწნადისა ამის და წარმავალისა ცხორებისა დასაბამ, ხოლო ესე — უხრწნელისა და საუკუნოდ წარუვალისა დამწყებელ იქმნა.

მოციქულისაჲ: არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშჳნვიერი, მაშინღა სულიერი (15,46).

თარგმანი: ამისთჳს გამოაჩინებს ძუელისა მის ადამის პირველობასა, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ მისი იგი მცნებისა გარდასლვაჲ იყო მიზეზ სიტყჳსა ჴორცთა შეერთებისა და ღმრთისა განკაცებისა.

მოციქულის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“ (1,22-23).:

...ჲ უფალი ქალწულისაგან, წარმოიტყუენა ძალი მტერისაჲ და გამოიჴსნეს, რომელნი შეეწყუდინეს ჯოჯოხეთს, ამისთჳს თქუა, ვი-თარმედ: „უწოდი სახელი: ადრე წარმოტყუენე და მსწრაფლ წარმოიღე“. წესი იგი საქმისაჲ სახელად აღწერა; და კუალად იტყჳს ქალაქისა მისთჳს, ვითარმედ: „გეწოდოს შენ ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ, სიონ“. და არასადა იპოების, ვითარმედ ეწოდა სახელი ქალაქსა მას სიმარ-თლედ, არამედ მარადის იერუსალჱმ იყო სახელი მისი, გარნა უმჯობესისა მიმართ შეცვალებასა მისსა მოასწავებდა და წესი იგი საქმისაჲ სახელად განაჩინა. რამეთუ ჭეშმარიტად საქმეთამიერი სიმტკიცე უძლიერეს არს მარადის სახელისა და უჭეშმარიტეს.

ხოლო კუალად სხუასაცა წინამიყოფენ სიტყუასა უგუნურნი იგი და თუალდაბრმობილნი ჰურიანი, ვითარმედ თქუმულ არს სხუათა მიერ თარგმანთა, რომელთა ებრაულისაგან ბერძულად თარგმანეს, ვითარ აკჳლა და სჳნმახოს, ვითარმედ: „ესერა ქალი მიუდგეს“; და არა თქუეს ქალწული, დაღაცათუ სამეოცდაათთა მათ თარგმანთა ქალწული თქუეს. პირველად ამას ვიტყჳთ ჩუენ, ვითარმედ ყოველივე, რავდენი სამეოცდაათთა მათ თარგმნეს, იგი არს ჭეშმარიტი და სარწმუნოჲ თარგმანებაჲ, რამეთუ იგინი უწინარეს ქრისტეს მოსლვისა მრავლითა წლითა იყვნეს, და ორ-ორი შეყენებულ იყო პტოლემეოს მეფისა მიერ, და ყოველნი ერთსა წიგ...

სრულად ნახვა