მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 1:19

18. და მოვედით და შევიტყუნეთ, _ იტყჳს უფალი, _ და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო.19. და უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ.20. ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ:
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 1
19. და უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ.
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხილვა, რომელი იხილა ესაია“ ().

1.

წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს ან იმიტომ, რომ ამ ხილვისას წინასწარმეტყველები ბევრ მომავალ ამბავს ჭვრეტდნენ, როგორც მიქეამ იხილა გაფანტული ხალხი, ხოლო ეზეკიელმა - ტყვეობა და მზისა და თამუზის თაყვანისმცემელთა ურჯულოება; ან იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა სმენა, რომელიც მათ ღმერთისგან ჰქონდათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ხილვას, არამედ ისევე უტყუარად არწმუნებდა, როგორც ხილვა; ასეთი რამ ყოფით საქმეებში არ ხდება. რადგან იმას, რომ ისინი დანარჩენ ადამიანებზე სხვაგვარად ისმენდნენ, ასე ამბობს: „შემძინა მე ყური სმენად“ (). ხოლო როცა წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს, სიტყვას სანდოსაც ხდის, მსმენელსაც აღძრავს და იმისკენ მიმართავს, ვინც ეს საქმეები აჩვენა. რადგან ყველას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სანახაობათაგან განრიდება და ნების ძალა:

...მ მაშინ დაიძინოს. საერთოდ, როცა გვსურს, არაფერი არის ძნელი, ისევე როგორც, როცა არ გვსურს, არაფერი არის ადვილი; რადგან ყოველივე ჩვენს ხელთაა. ამის გამო წერილიც ამბობს: „და უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ.“ (), და კვლავ: „ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ:“ (). ასე რომ, ყოველივე ნდომასა და არნდომაზეა დამოკიდებული. ამის გამო ვისჯებით კიდეც და ქებასაც ვიღებთ. ნეტავ, ქებულთა შორის შევირაცხოთ და აღთქმულ სიკეთეებს მივაღწიოთ.2

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სათარგმნო შენიშვნები

  1. 2 კორ 6:4–6-ის ციტატა წყაროში შერჩევით არის მოყვანილი; ქართულად გამოყენებულია...
სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
წმიდისა იოვანესთჳს, მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისა:

...უ ნახევარი დღისაჲ, არამედ წამსა შინა თუალისასა, რამეთუ შესაძლებელ არს მყისსა შინა შეცვალებაჲ და თიჴისა წილ ოქროჲსად ქმნაჲ თავთა თჳსთაჲ, ვინაჲთგან საქმე ესე ნებასა ჩუენსა ზედა არს: გინა თუ შეცვალებაჲ, გინა თუ დადგრომაჲ ბოროტსა ზედა. წერილ არს, ვითარმედ: „უკუეთუ გინდეს და ისმინოთ ჩემი, კეთილი ქუეყანისაჲ შჭამოთ“. ჰხედავა, ვითარ ნებაჲ ოდენ საჴმარ არს და მოსწრაფებაჲ სულისაჲ ნებასა თანა? და ნებაჲ ოდენ არა სარგებელ არს, უკუეთუ არა მოსწრაფებაჲცა იყოს.

რამეთუ ყოველთა ჰნებავს აღსლვაჲ ზეცად, არამედ საქმეთა მიერ ჯერ-არს ნებისა გამოჩინებაჲ; ვითარცა-იგი ვაჭართა ჰნებავს განმდიდრებაჲ, გარნა არა ნებასა ზედა ოდენ დაადგრებიან, არამედ საქმეთაცა იქმან: და ნავსა მოიმზადებენ, და ზღუათა განჰვლიან, და ოქროსა ივასხებენ, და უცხოსა ქუეყანასა მივლენ, და მრავალთა ღელვათა თავსიდებენ, ეგრეთვე უკუე გჳჴმს ჩუენცა გამოჩინებად ნებისა ჩუენისა, რამეთუ ჩუენცა ვალთ ზღუასა შინა, არა ქუეყანით ქუეყანად მიმყვანებელსა, არამედ ქუეყანით ზეცად აღმყვანებელსა. ამისთჳს უკუე ვყოთ გონებაჲ ჩუენი კეთილად მენავეთმოძღურად და მივსცნეთ მას მენავენი მორჩილნი და მოვმზადოთ ნავი მტკიცე, რაჲთა არცა ზრუნვათაგან სოფლისათა დაინთქმოდის, არცა ზუაობისა ქარითა მიმოიტაცებოდის, არამედ იყოს იგი წარუტაცებელ...

სრულად ნახვა