მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 1:18

17. ისწავეთ კეთილსა ქმნაჲ გამოიძიეთ მშჯავრი, იჴსენით მიმძლავრებული, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი.18. და მოვედით და შევიტყუნეთ, _ იტყჳს უფალი, _ და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო.19. და უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 1
18. და მოვედით და შევიტყუნეთ, _ იტყჳს უფალი, _ და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო.
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხილვა, რომელი იხილა ესაია“ ().

1.

წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს ან იმიტომ, რომ ამ ხილვისას წინასწარმეტყველები ბევრ მომავალ ამბავს ჭვრეტდნენ, როგორც მიქეამ იხილა გაფანტული ხალხი, ხოლო ეზეკიელმა - ტყვეობა და მზისა და თამუზის თაყვანისმცემელთა ურჯულოება; ან იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა სმენა, რომელიც მათ ღმერთისგან ჰქონდათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ხილვას, არამედ ისევე უტყუარად არწმუნებდა, როგორც ხილვა; ასეთი რამ ყოფით საქმეებში არ ხდება. რადგან იმას, რომ ისინი დანარჩენ ადამიანებზე სხვაგვარად ისმენდნენ, ასე ამბობს: „შემძინა მე ყური სმენად“ (). ხოლო როცა წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს, სიტყვას სანდოსაც ხდის, მსმენელსაც აღძრავს და იმისკენ მიმართავს, ვინც ეს საქმეები აჩვენა. რადგან ყველას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ო სიმართლისათჳს:

...ებაჲ ქურივისაჲ, რამეთუ დიდ არს წერილთა შინა სიტყუაჲ ესე ობოლთა და ქურივთაჲ, და ჩუენ არა დიდად გუაქუს იგი. რამეთუ იხილეთ, ვითარი არს მადლი მისი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა მეწამულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო; და უკუეთუ იყვნენ, ვითარცა ღებილნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო“. ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ჴელის-აღპყრობად ობოლთა და ქურივთა, რამეთუ არამცირედი ძალი აქუს ცრემლთა ქურივისათა, არამედ შემძლებელ არს ცათა განხუმად. ამისთჳს უკუე ნუმცა ბოროტსა უყოფთ მათ, არამედ ვსწყალობდეთ და ჴელსა აღუპყრობდეთ და ფრიადი ვპოვოთ ჩუენცა წყალობაჲ ამასცა საწუთროსა და მერმესა საუკუნესა, რამეთუ მრავალთა ცოდვათაჲ ვპოვოთ ამის საქმისა მიერ შენდობაჲ და კადნიერებით წარმოუდგეთ საყდარსა ქრისტესსა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲთ ცუდადმზუაობრობისათჳს:

...სიმრთელესა მისცემენ, არცა შუენიერებასა, რამეთუ შავსა ვერ განასპეტაკებს და უშუერსა ვერ განაშუენებს, ხოლო სულსა უკუეთუ შეჰმოსო, მეყსეულად განასპეტაკებს მას, დაღაცათუ შავი იყოს, და უკუეთუ უშუერი იყოს, განაშუენებს, რამეთუ იტყჳს უფალი: „უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა მეწამულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო“. მიეც უკუე, ძმაო, მოწყალებაჲ, და ყოველივე კეთილ იყოს, რაჲთა ესრეთ გჳრგჳნოსანი იქცეოდი სავანეთა მათ შინა საუკუნეთა, და კეთილთა მათ მიემთხჳნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი პოვნად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:

...არს უკუე, ვითარმედ არა თუ სიმრავლე ცოდვათა იქმს სასოწარკუეთილებასა, არამედ უშჯულოჲსა გონებაჲ.

ხოლო შენ, კაცო, დაღაცათუ ყოველთა ბოროტთა შთავრდომილ იყო, თქუ, ვითარმედ: კაცთმოყუარე არს ღმერთი და ჰნებავს ცხორებაჲ ჩუენი, რამეთუ იტყჳს: „უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლნი განვასპეტაკნე“. ესე თქუ და განეშორე ცოდვასა, მოიქეც სინანულად, და მზა არს ღმერთი შეწყნარებად შენდა.

აწ უკუე ნუ სასოწარკუეთილ ვართ, რამეთუ არა ესრეთ ბოროტ არს დაცემაჲ, ვითარ დაცემულისა არააღდგომაჲ; არცა ესრეთ ძნელ არს წყლვაჲ, ვითარ წყლულებისა მის კურნებისა არაძიებაჲ.

რამეთუ ვინ იქადოს სიწმიდე გულისა, ანუ ვინ იკადროს თქუმად, თუ: წმიდა ვარ ყოვლისაგან ცოდვისა? არამედ სინანულითა განვიბანნეთ ცოდვანი, რამეთუ მზა არს სახიერი ღმერთი შეწყნარებად მონანულთა.

და ამას ვიტყჳ არა ამისთჳს, რაჲთამცა უდებებად მოგიყვანენ. ნუ იყოფინ! არამედ რაჲთა არავინ მოვიდეს სასოწარკუეთილებად.

გნებავსა ცნობად, ვითარ სახიერ არს მეუფჱ ჩუენი? წარდგა ოდესმე მეზუერე, სავსე ბევრეულითა ბოროტითა, და თქუა: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“, და მოიქცა განმართლებული. რაჲმცა იყო სწორი ამის კაცთმოყუარებისა? არამედ ესე არს ბოროტი ჩუენი, რომელ...

სრულად ნახვა