მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 1:15

14. მარხვა და უქმობაჲ და დღესასწაულნი თქვენნი ძულან სულსა ჩემსა. მექმნენით მე სიმაძღრედ. არღა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა.15. ოდეს განიპყრნეთ ჴელნი თქვენნი ჩემდამო, მივაქცინე თვალნი ჩემნი თქვენგან და, უკეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, არ შევისმინო თქვენი, რამეთუ ჴელნი თქვენნი სისხლითა სავსე.16. განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 1
15. ოდეს განიპყრნეთ ჴელნი თქვენნი ჩემდამო, მივაქცინე თვალნი ჩემნი თქვენგან და, უკეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, არ შევისმინო თქვენი, რამეთუ ჴელნი თქვენნი სისხლითა სავსე.
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხილვა, რომელი იხილა ესაია“ ().

1.

წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს ან იმიტომ, რომ ამ ხილვისას წინასწარმეტყველები ბევრ მომავალ ამბავს ჭვრეტდნენ, როგორც მიქეამ იხილა გაფანტული ხალხი, ხოლო ეზეკიელმა - ტყვეობა და მზისა და თამუზის თაყვანისმცემელთა ურჯულოება; ან იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა სმენა, რომელიც მათ ღმერთისგან ჰქონდათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ხილვას, არამედ ისევე უტყუარად არწმუნებდა, როგორც ხილვა; ასეთი რამ ყოფით საქმეებში არ ხდება. რადგან იმას, რომ ისინი დანარჩენ ადამიანებზე სხვაგვარად ისმენდნენ, ასე ამბობს: „შემძინა მე ყური სმენად“ (). ხოლო როცა წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს, სიტყვას სანდოსაც ხდის, მსმენელსაც აღძრავს და იმისკენ მიმართავს, ვინც ეს საქმეები აჩვენა. რადგან ყველას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით...

სრულად ნახვა
სიტყვა თქმული გელათს ჱ-ს სექტემბერს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძველისა სჯულისა წინასწარმეტყველი ისაია პირველსავე თავსა წიგნისა თვისისასა პირისაგან ღვთისა აყვედრებდა ებრაელთა უსჯულოებასა მათსა და მრავალთა ცუდთა საქმეთა, და გამოუცხადებდა მათ დიდსა მრისხანებასა და სასჯელსა ღვთისასა. სხვათა მწარეთა საყვედურთა შორის იგი ეტყოდა მათ სიტყვათა, რომლითა ჩვენ ვიწყეთ უბნობა ესე: მარხვა, და უქმობა, და დღესასწაულნი თქვენნი სძულან სულსა ჩემსა, მექმენინ მე სიმაძღრედ, არღარა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა; საშინელ არს სიტყვა ესე, ძმანო ქრისტიანენო! რისთვის განურისხდა ღმერთი ებრაელთა ეგზომად, რომელ მოსძულდა მათნი დღესასწაულნი და უქმენი და არღარა სურდა მიღება მათგან მსხვერპლისა? თუ სხვაში იყვნენ ებრაელნი დამნაშავენი, დღესასწაულობითა და მარხვითა მაინც ასრულებდნენ ნებასა ღვთისასა, ვინაითგან თვით ღმერთმან დაუწესა რომელნიმე დღენი დღესასწაულად მათდა, მართალია, ძმანო ქრისტიანენო, დღესასწაულთა, მსხვერპლის შეწირვათა ებრაელნი აღსრულებენ ბრძანებისამებრ ღვთისა, კანონიერად სიმარჯვით, გარნა ვინაითგან ყოველნი სხვანი მცნებანი Bღვთისანი დაივიწყეს მათ, ცხოვრება და ყოფაქცევა მათი იყო ცუდ და უმართლო, ამისთვის ღმერთმან დღესასწაულნიც და...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ღმრთის ნების სწავლა და ღირსი ვედრება:

...ოდ არ ხდება; ყველგან საჭიროა, თავი ღირსად მოვამზადოთ იმის მისაღებად, რასაც ვითხოვთ, ჩვენი მხრიდანაც შევიტანოთ წილი და ასე მივეახლოთ. რადგან მარტო ლოცვის ბუნება საკმარისი არ არის; იუდეველებიც ლოცულობდნენ და მაინც ესმოდათ: „უკეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, არ შევისმინო თქვენი“ (). და რა გიკვირს, თუ იუდეველთა ლოცვა არ შეისმინებოდა, როცა იერემიაც კი, მათთვის რომ ევედრებოდა, იკიცხებოდა და ერთხელაც და ორჯერაც ესმოდა: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის“, რადგან „რამეთუ არა ვისმინო“ ()? და რა გიკვირს, თუ იერემიაც არ იქნებოდა შესმენილი? ამბობს: „თუნდაც ნოე, თუნდაც იობი, თუნდაც დანიელი იდგნენ, თავიანთ ძეებსა და ასულებს ვერ იხსნიან“ ()17. ამიტომ, ეს რომ ვიცით, მხოლოდ კი ნუ ვილოცებთ, არამედ ლოცვებთან ერთად თავი ღირსად მოვამზადოთ მისაღებად, რათა ახლანდელ და მომავალ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 12-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის მიტოვება და გულის განათლება:

...ღვთის მოქმედებებს და გამოსახავს მის რისხვასა და სასჯელს. ღმერთი კი კვლავ მაშინ გვარიდებს თავის პირს, როცა მის მცნებათა უღირს საქმეებს ჩავდივართ. რადგან ამბობს: „ოდეს განიპყრნეთ ჴელნი თქვენნი ჩემდამო, მივაქცინე თვალნი ჩემნი თქვენგან“ (). შემდეგ მიზეზსაც ასახელებს. „რამეთუ ჴელნი თქვენნი სისხლითა სავსე“ (). მაგრამ ესეც კვლავ დიდი მზრუნველობის ნიშანია — მიტოვებაც და პირის არიდებაც; ამას კი იმისთვის აკეთებს, რომ უფრო ძლიერად მიგვიზიდოს. რადგან შმაგი მოყვარულიც, როცა საყვარელი უგულებელყოფს მას, უშვებს და ტოვებს საყვარელს — არა იმიტომ, რომ გონებიდან აგდებს, არამედ იმიტომ, რომ მისი შემობრუნება და თავისთან შეერთება სურს.

ხოლო პირის არიდების ხსენების შემდეგ, დავიწყებასაც ეხება და იმასაც, რაც ამ დავიწყებისგან შეემთხვა. რა არის ეს ყოველივე? ეს არის ის, რასაც...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სიმართლე და ლოცვის შესმენის კადნიერება:

...ვათა სიმრავლე კი არ არწმუნებს, არამედ სუფთა სული და კეთილ საქმეთა წარმოჩენა. ამიტომ, იხილე, რას ამბობს იგი მათ მიმართ, ვინც ბოროტებაში ცხოვრობს, მაგრამ სიტყვათა სიგრძით მის მოლბობას ელის. „უკეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, არ შევისმინო თქვენი“ (). „ოდეს განიპყრნეთ ჴელნი თქვენნი ჩემდამო, მივაქცინე თვალნი ჩემნი თქვენგან“ (). ამრიგად, მლოცველს უწინარეს ყოვლისა კადნიერება უნდა ჰქონდეს, და თხოვნილიც აუცილებლად მოჰყვება.

სწორედ ამიტომ წინასწარმეტყველმაც არ თქვა: „შემისმინა მე“, არამედ: „სიმართლისა ჩემისასა“ (), რითაც ღმერთის მიმართ თავის კადნიერებას აჩვენებდა და იმასაც, რომ მუდამ ამ კადნიერებით მიდიოდა მასთან. ნურავინ იფიქრებს, რომ ამ სიტყვებით იგი საკუთარ თავზე დიდად ლაპარაკობს. რადგან ამას საკუთარი თავის ასამაღლებლად კი არ ამბობს, არამედ შემოაქვს ერთგვარი საერთო სწავლება და შეგონება, რომელიც დიდ...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. თანატკივილი დაცემულთა და მოყვასის შეწევნა:

...რადგან შესმენილობა არც ხელების გაწვდენაშია და არც სიტყვათა სიმრავლეში, არამედ საქმეებში. რადგან მოისმინე წინასწარმეტყველი, რომელიც ამბობს: „ოდეს განიპყრნეთ ჴელნი თქვენნი ჩემდამო, მივაქცინე თვალნი ჩემნი თქვენგან და, უკეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, არ შევისმინო თქვენი“ (). რადგან იმას, ვისაც წყალობა სჭირდება, დუმილი მართებს და ზეცისაკენ თავიც კი არ უნდა ასწიოს; ხოლო კადნიერების მქონე მრავლადაც მეტყველებს. მაგრამ რას ამბობს ? „უსაჯეთ ობოლსა“ და მდაბალსა, „და განამართლეთ ქურივი“, და „ისწავეთ კეთილსა ქმნაჲ“ (). ასე შევძლებთ, რომ შესმენილნი ვიყოთ, თუნდაც ხელები ქვემოთ გვქონდეს, თუნდაც არ ვლაპარაკობდეთ და არც ვითხოვდეთ. ამას, მაშ, მივბაძოთ, რათა ჩვენთვის აღთქმულ სიკეთეებს ვეწიოთ.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აგრძნა ყოველმან ერმან ჰურიათამან, ვითარმედ მუნ არს, და მივიდეს არა თუ იესუჲსთჳს მარტოდ, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი აღადგინა მკუდრეთით“ (12,9).:

...ე ყოველთასა აღადგინა იგი უფალმან, და ყოველნი მივიდოდეს ხილვად მისა. და ამისთჳს იგინი განმჴეცებულ იყვნეს, რომელ დღეთა დღესასწაულისათა ყოველნი ბეთანიად მირბიოდეს, და მათ ენება მოკლვაჲ მისი და არად შეერაცხა საქმჱ იგი, ესრეთ მკლველნი იყვნეს. და ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „ჴელნი თქუენნი სავსე არიან სისხლითა“.

ხოლო ვითარ, რომელ უფალი კადნიერებით არღარა იქცეოდა და უდაბნოს იყო, და აწ კუალად კადნიერებით მივალს? რამეთუ დააცხრო გულისწყრომაჲ მათი წარსლვითა თჳსითა და აწ კუალად მივიდა, რა-ჟამს დაწყნარებულ იყო რისხვაჲ მათი. და კუალად სიმრავლჱ იგი ერისაჲ, რომელი წინაუვიდოდა და უკუანა შეუდგა, კმა იყო შეშფოთებად და შეურვებად მათა, რამეთუ ვერცა ერთმან სასწაულმან შეუძლო ესრეთ მოდრეკად ერისა მის, ვითარცა ლაზარესმან. და სხუაჲ უკუე მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „დაჰფენდეს გზათა ზედა სამოსელთა მათთა“, ; და: „ყოველი ქალაქი შეიძრაო“, და ესევითარითა პატივითა შევიდა. ხოლო ესე ქმნა ამისთჳს, რაჲთამცა ერთი წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულა და ერთი გამოსახა, და ერთისა მის წინაჲსწარმეტყუელებისა იქმნა შესლვაჲ მისი აღსასრუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...და იგლოვდეს და ვიდოდის უჴამლოჲ და შიშუელი, და ყოს ტყებაჲ, ვითარცა ვეშაპთაჲ, და გლოვაჲ, ვითარცა ასულთა ურჩხულთაჲ“.

შეჰმოსეს უფალსა მეწამული და არა იცოდეს, არცა ხედვიდეს, ვითარმედ აღესრულების მათ ზედა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ჴელნი თქუენნი სავსე არიან სისხლითა“; ; (59,3) და „ჴელთა თქუენთა იპოვა უბრალოჲ სისხლი“.

იხარებდეს უბადრუკნი, ხედვიდეს რაჲ თავსა ზედა უფლისასა გჳრგჳნსა მას ეკლისასა, და არა ხედვიდეს ბრმანი, ვითარმედ თჳსთა თავთა ზედა დაიკრებდეს ეკალსა და კუროჲსთავსა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ქუეყანასა ერისა ჩემისასა ეკალი აღმოეცენოს, და ყოვლისა სახლისაგან სიხარული მოისპოს“.

ეკიცხევდეს უფალსა განკიცხულნი იგი, თუ რად იტყჳსო თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა, და არა ხედვიდეს, ვითარმედ სრულიად განვარდებიან შვილებისაგან, ვითარცა წამებს უფალი პირითა ესაიაჲსითა: „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო: ძენი ვისხენ და აღვზარდენ, ხოლო მათ შეურაცხმყვეს მე. და აჰა ესერა დაეტეოს სახლი თქუენი ოჴრად“.

ასუეს მას ნავღელი და ძმარი, და იყო ე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შენუთუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა“ (21,37).:

...რ ნეს, რამეთუ ესე საქმე მათი არს, მარადის უკუანაჲსკნელითა პირველთა ბოროტთა დაჰფარვენ, ვითარცა უფალი ეტყოდა, ვითარმედ: „აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ“; და ზემოჲთვე წინაჲსწარმეტყუელნი ამას აბრალობდეს, ვითარმედ: „ჴელნი თქუენნი სისხლითა სავსე არიან“. დაღაცათუ პირველ ყოვლისა ესე მიიღეს მცნებაჲ, ვითარმედ: „არა კაცჰკლა“, არამედ ბოროტი იგი ჩუეულებაჲ თჳსი არა დაუტევეს. ამისთჳსცა ისმინეთ, რასა იტყჳან უშჯულონი იგი და არაღირსნი ცხორებისანი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ იხილეს ძე იგი მისი და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი“ (21,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი : რაჲსათჳს იქმთ ამას, ჵ უშჯულონო და ქედფიცხელნო და ღმრთისა მოძულენო, რაჲ საბრალობელი ჰპოეთ მის თანა დიდი, გინა თუ მცირე? კეთილი გიყო თქუენ და პატივ-გცა; ღმერთი იყო და არს და თქუენთჳს კაც იქმნა; სასწაულნი ბუნებათა უაღრესნი აღასრულნა თქუენ შორის, ცოდვათა შენდობასა მოგცემდა, სასუფეველად ცათა მიგიწოდდა. რომლისა საქმისათჳს იზრახეთ მოკლვაჲ მისი? ეჰა უკეთურებაჲ დიდი და უგუნურებაჲ უკუანაჲსკნელი, რომელიღა მიზეზი შემოიღეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნა თუ ვითარ შეიგინების სული ანუ ვითარ განწმიდნების; და ვითარმედ დიდისა სასყიდლისა მომატყუებელ გუექმნებიან მაჭირვებელნი ჩუენნი:

...აგან ცოდვათაჲსა. ხოლო უკუეთუ შებღალულ იყო საქმეთაგან ბოროტთა და ენაჲ შენი სავსე იყოს ზრახვითა ბოროტითა და არა განიწმიდო თავი შენი, არამედ ესრეთ შებღალული მიხჳდოდი წინაშე ღმრთისა ლოცვად და ზიარებად, წყლითა განბანაჲ ყოვლადვე არარას გერგოს, არამედ გესმეს შენცა: „უკუეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, არა შევისმინო თქუენი“. უკუეთუ ვის აქუნდენ ჴელნი შებღალულნი მწჳრითა და მივიდეს ვედრებად მეფისა და უპყრნეს ფერჴნი, ისმინოსა მისი? მე ვჰგონებ, თუ სცეს მას ფერჴითა პირსა. ეგრეთვე შენ, კაცო, ეკრძალე საქმესა ამას და ნუ იკადრებ შებღალული მისლვად წმიდისა მის ბარძიმისა, არამედ განიბანე პირველად, რამეთუ ადვილ არს განბანაჲ ესე და არა ძნელ. უკუეთუმცა არა განეწესა განბანაჲ ესე უფალსა, არამედ ეძიებდამცა ჩუენგან ყოვლადვე შეუგინებლობასა, ძნელმცა იყო ჩუენ ზედა ესე, ხოლო ვინაჲთგან მიუთხრობელითა მით წყალობითა მისითა განაწესა სინანული და შებღალულთა ამათ მრავალთაგან ცოდვათა განგუწმედს ცრემლითა და სულთქუმითა, არარაჲ გუაქუს მიზეზი, არამედ ვისწრაფოთ განწმედად, რაჲთა არა ჩუენდა მომართცა თქუას, ვითარმედ: „ვთქუ შემდგომად ყოველთა მათ ბოროტთა: ჩემდავე მოიქეც, და არა მოიქცა“.

განიბანე, კაცო, პირი შენი და ენაჲ სიტყუათაგან ბოროტთა, რ...

სრულად ნახვა