მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 1:14

13. უკეთუ მომართვათ სამინდოჲ ამაო, საკმეველი საძაგელ არს ჩემდა. ახალთთუენი თქვენნი და შაბათნი და დღე დიდი არა თავს-ვიდვა.14. მარხვა და უქმობაჲ და დღესასწაულნი თქვენნი ძულან სულსა ჩემსა. მექმნენით მე სიმაძღრედ. არღა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა.15. ოდეს განიპყრნეთ ჴელნი თქვენნი ჩემდამო, მივაქცინე თვალნი ჩემნი თქვენგან და, უკეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, არ შევისმინო თქვენი, რამეთუ ჴელნი თქვენნი სისხლითა სავსე.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 1
14. მარხვა და უქმობაჲ და დღესასწაულნი თქვენნი ძულან სულსა ჩემსა. მექმნენით მე სიმაძღრედ. არღა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა.
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხილვა, რომელი იხილა ესაია“ ().

1.

წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს ან იმიტომ, რომ ამ ხილვისას წინასწარმეტყველები ბევრ მომავალ ამბავს ჭვრეტდნენ, როგორც მიქეამ იხილა გაფანტული ხალხი, ხოლო ეზეკიელმა - ტყვეობა და მზისა და თამუზის თაყვანისმცემელთა ურჯულოება; ან იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა სმენა, რომელიც მათ ღმერთისგან ჰქონდათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ხილვას, არამედ ისევე უტყუარად არწმუნებდა, როგორც ხილვა; ასეთი რამ ყოფით საქმეებში არ ხდება. რადგან იმას, რომ ისინი დანარჩენ ადამიანებზე სხვაგვარად ისმენდნენ, ასე ამბობს: „შემძინა მე ყური სმენად“ (). ხოლო როცა წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს, სიტყვას სანდოსაც ხდის, მსმენელსაც აღძრავს და იმისკენ მიმართავს, ვინც ეს საქმეები აჩვენა. რადგან ყველას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით...

სრულად ნახვა
სიტყვა თქმული გელათს ჱ-ს სექტემბერს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძველისა სჯულისა წინასწარმეტყველი ისაია პირველსავე თავსა წიგნისა თვისისასა პირისაგან ღვთისა აყვედრებდა ებრაელთა უსჯულოებასა მათსა და მრავალთა ცუდთა საქმეთა, და გამოუცხადებდა მათ დიდსა მრისხანებასა და სასჯელსა ღვთისასა. სხვათა მწარეთა საყვედურთა შორის იგი ეტყოდა მათ სიტყვათა, რომლითა ჩვენ ვიწყეთ უბნობა ესე: მარხვა, და უქმობა, და დღესასწაულნი თქვენნი სძულან სულსა ჩემსა, მექმენინ მე სიმაძღრედ, არღარა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა; საშინელ არს სიტყვა ესე, ძმანო ქრისტიანენო! რისთვის განურისხდა ღმერთი ებრაელთა ეგზომად, რომელ მოსძულდა მათნი დღესასწაულნი და უქმენი და არღარა სურდა მიღება მათგან მსხვერპლისა? თუ სხვაში იყვნენ ებრაელნი დამნაშავენი, დღესასწაულობითა და მარხვითა მაინც ასრულებდნენ ნებასა ღვთისასა, ვინაითგან თვით ღმერთმან დაუწესა რომელნიმე დღენი დღესასწაულად მათდა, მართალია, ძმანო ქრისტიანენო, დღესასწაულთა, მსხვერპლის შეწირვათა ებრაელნი აღსრულებენ ბრძანებისამებრ ღვთისა, კანონიერად სიმარჯვით, გარნა ვინაითგან ყოველნი სხვანი მცნებანი Bღვთისანი დაივიწყეს მათ, ცხოვრება და ყოფაქცევა მათი იყო ცუდ და უმართლო, ამისთვის ღმერთმან დღესასწაულნიც და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის