მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 1:10

9. და არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომიამცა ვიქმნენით და ვითარ გომორრასმცა ვემსგავსენით.10. ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ მთავართა სოდომისათა, ეკრძალეთ შჯულსა ღმრთისასა ერი გომორრაჲსა.11. რად ჩემდა სიმრავლე მსხუერპლთა თქვენთა? _ იტყჳს უფალი, _ რამეთუ სავსე ვარ მე ყოვლად დასაწველებითა ვერძთა, და ცმელთა კრავთათა, და სისხლი კუროთა და ვაცთაჲ არა მნებავს.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 1
10. ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ მთავართა სოდომისათა, ეკრძალეთ შჯულსა ღმრთისასა ერი გომორრაჲსა.
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხილვა, რომელი იხილა ესაია“ ().

1.

წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს ან იმიტომ, რომ ამ ხილვისას წინასწარმეტყველები ბევრ მომავალ ამბავს ჭვრეტდნენ, როგორც მიქეამ იხილა გაფანტული ხალხი, ხოლო ეზეკიელმა - ტყვეობა და მზისა და თამუზის თაყვანისმცემელთა ურჯულოება; ან იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა სმენა, რომელიც მათ ღმერთისგან ჰქონდათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ხილვას, არამედ ისევე უტყუარად არწმუნებდა, როგორც ხილვა; ასეთი რამ ყოფით საქმეებში არ ხდება. რადგან იმას, რომ ისინი დანარჩენ ადამიანებზე სხვაგვარად ისმენდნენ, ასე ამბობს: „შემძინა მე ყური სმენად“ (). ხოლო როცა წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს, სიტყვას სანდოსაც ხდის, მსმენელსაც აღძრავს და იმისკენ მიმართავს, ვინც ეს საქმეები აჩვენა. რადგან ყველას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
11. სასძლოს მორჩილება და წარმართთა შეწირვა:

...; ნაწილით მთელს მიანიშნებს. მე კი მგონია, რომ ასე მთელ უღმრთოებასაც უწოდებს და გარყვნილებასაც; რადგან მან იცის, როგორ ახასიათოს ზნეები ქალაქების სახელებით, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ მთავართა სოდომისათა, ეკრძალეთ შჯულსა ღმრთისასა ერი გომორრაჲსა“ (). თუმცა იუდეველებს ესაუბრებოდა; მაგრამ რადგან სოდომელთა საქმეებს იქმოდნენ, სოდომის სახელებით უწოდებს მათ. და რატომ გიკვირს, თუ ასე სამშობლოს მიხედვით უწოდებს მათ, როცა ასეთ მამებსაც კი აძლევს და ამბობს: „მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა“ ()? და არც აქ აჩერებს ბრალდებას, არამედ სიტყვას მხეცებამდეც მიჰყავს: ახალ წერილში ასე ამბობს: „გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო“ (); და კვლავ ძველში: „კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს და ქსელსა დედაზარდლისასა ქსოენ“ (). და სხვაგანაც: „და ვითარცა ძენი ეთიოპელთანი ხართ თქუენ ჩემდა“ (...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერსა მას ჰრწმენა, რომელთა არა იციან შჯული; წყეულ არიან“ (7,49).:

...ით ღმრთისა, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ, უკუეთუ ურწმუნო ვიეთნიმე იქმნნეს ღმრთისა, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? ნუ იყოფინ!“ რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი მარადის აყუედრებდეს მათ და ეტყოდეს: „ისმინეთ, მთავარნო სოდომისანო“; და კუალად: „მთავარნი შენნი ურწმუნო არიანო“; და კუალად: „არა თქუენი არსო ცნობაჲ საშჯელისაჲ“, და მარადის ამას აყუედრებდეს მათ. რაჲ არს უკუე? ღმერთსა ვინ აბრალოსა ამისთჳს, რომელ ურწმუნო ვიეთნიმე იყვნეს? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე ბრალობაჲ მათი არს, რომელთა არა ჰრწმენა, არა მისი, რომლისაჲ არა ჰრწმენა. ანუ რაჲ ვინ პოვოს სხუაჲ უმეტესი სასწაული თქუენისა უსწავლელობისაჲ? და ვითარ არა იცით შჯული უფროჲს ამისა, რომელ მისი არა გრწამს? ხოლო ვინაჲთგან თქუეს, თუ: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა? არამედ ერსა მას, რომელმან არა იცის შჯული“, ამისთჳს აბრალებს მათ ნიკოდემოს და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შჯული ჩუენი დაშჯისა კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან?“ (7,51).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ გამოაჩინებს, ვითარმედ არცა იციან შჯული, არცა იქმა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ (3,7).:

...დ ქადაგებისა მის. რაჲ უკუე ვთქუათ ამისთჳს? გარნა ესე, ვითარმედ არა საქმესა მას ხედვიდა, რომელსა გარეშე იქმოდეს, არამედ დაფარულსა გონებისა მათისასა განიცდიდა გამოცხადებითა ღმრთისაჲთა და ზუაობასა მათსა და სიქადულსა დაამჴობდა, ვითარცაიგი პირველ ესაია ქმნა, რომელი-იგი მთავრად სოდომელთა უწესს მათ და ერად გომორელთა. და სხუაჲ წინაწარმეტყუელი იტყჳს: „არა შვილნი ჰინდოთანი თქუენ ხართა?“ და ყოველნივე ესრეთ აყუედრებენ მათ. არამედ წინაწარმეტყუელნი ცოდვასა შინა ყოფისა მათისათჳს იტყოდეს ესევითარსაო, ხოლო აქა მოქცევასა შინა იხილვებიან და სარწმუნოებასა, რაჲსათჳს უკუე ესრეთ იტყჳს? ვითარცა ვთქუ, დაფარულსა მას გონებათა მათთასა ხედავს და ყოფადსა მას მათ მიერ ქრისტეს მიმართ განდგომილებასა მოასწავებს, ხოლო აწინდელსა ამას საქმესა ზედა არა აბრალებს, არამედ უფროჲსად აქებს მოსლვასა მას მათსა ნათლის-ღებად, რამეთუ არა თუ ესრეთ ჰრქუა, თუ: რად მოხუედით ჩემდა, არამედ უფროჲსად უკჳრს მოსლვაჲ იგი, თუ ვითარ უძლეს ფრიადისა მის უკეთურებისაგან განფრთხობად და სინანულისა მოჴსენებად, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რაჲ არს საკჳრველი ესე, ვითარ თქუენ მოიგონეთ მოსლვაჲ სინანულად, ნაშობნო იქედნის მსგავსთა მათ მშობელთანო და აღზრდილნო ყოვლითა...

სრულად ნახვა