მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება დანიელისა 7:14

13. ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი.14. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას.15. განცჳბრდა სული ჩემი, მე, დანიელ, ანაგებსა შორის ჩემსა, და ხილვანი თავისა ჩემისანი შემაშფოთებდეს მე.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 7
14. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სიონის კვერთხი და მოციქულთა ძალა:

...1 კორ 15:25). მაგრამ არც იქ „ვიდრე“ და არც აქ „ვიდრემდე“ დროის საზღვრებია. თორემ როგორ დგას ის წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელიც ამბობს: „ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას“ (), და კიდევ: „სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ“ (ლკ 1:33), თუ იგი მხოლოდ ამ დრომდე უნდა სუფევდეს? ხედავ, რომ სიტყვებს უბრალოდ კი არ უნდა მივაპყროთ ყურადღება, არამედ აზრებამდე ავიდეთ? ხოლო შენ, როცა გესმის, რომ წინასწარმეტყველი ამბობს: მამა ფეხთა ქვეშ აყენებსო, აქ ნურაფრით შეშფოთდები. რადგან ეს არც ისეა ნათქვამი, თითქოს ძე უძლური იყოს. რადგან პავლე ამბობს, რომ თვითონ იგი აყენებს მტრებს თავის ფეხთა ქვეშ: „რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა“ ().

და კვლავ ყველაფერს მას მიაწერს, როცა ამბობს: **„რაჟამს მოსცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა“*...

სრულად ნახვა