...ზოგჯერ კი ჯდომა განკითხვის მნიშვნელობასაც გამოხატავს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო“ (); და დანიელი: „საყდარნი დაიდგნეს“ () და „წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს“ ().
არის სამეფო მნიშვნელობაც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ (). აქედანვე ჩანს, რომ „დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ () თანასწორ პატივს აჩვენებს. და რას ნიშნავს „რისხვითა შენითა“ ()? ესეც კვლავ ღვთისშესაფერისად უნდა გავიგოთ. რადგან ღმერთის რისხვა ვნება კი არ არის, არამედ დასჯა და სასჯელი. „ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა“ ()....